რატომ უნდა ჩავიტაროთ Adori Anti Acne-თი მკურნალობის სრული კურსი? ხშირად დასმული შეკითხვები

– რამდენი ხანი უნდა ვიმკურნალოთ Adori Anti Acne-თი?
ჩვენს შეკითხვებს პასუხობს Adori Anti Acne ხაზის გამომგონებელი, კლინიკა ადორის დირექტორი თამარ ადორნელი: – მკურნალობის პერიოდი მოიცავს 1 დან 2 წლამდე, საწყისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე და 3 ეტაპისგან შედგება.

1 ეტაპზე ვუნიშნავთ Adori Anti Acne № 1 ხაზს. პრეპარატების ნაკრები ყოფნის საშუალოდ თვე-თვენახევარი, დასამუშავებელი არეალის მოცულობის შესაბამისად. ამ ეტაპზე ხდება კანის შეგუება პრეპარატთან.  10-დან 1 პაციენტს სტატისტიკურად ამ ეტაპზე  ემართება ალერგია ან კონტაქტური დერმატიტი, ან ორივე ერთად. ამ დროს დროებით ვწყვეტთ ანტი აკნეს მოხმარებას, ვუნიშნავთ სათანადო თერაპიას, ვხსნით გვერდით მოვლენას და ვაგრძელებთ მკურნალობას.

1 თვის მანძილზე მკურნალობის დინამიკა სხვადასხვა პაციენტებთან სხვადასხვანაირია: ზოგს სტაბილური დინამიკით უმცირდება და ულაგდება გამონაყარი, ზოგს კი შეიძლება უფრო ძლიერად დააყაროს, მაგრამ ეს გართულების პროცესი 90% შემთხვევაში 2 კვირაზე დიდხანს არ გრძელდება.

მკურნალობის 4 კვირის თავზე შედეგი უკვე თვალშისაცემია: გამონაყარი შემცირდა, დაპატარავდა, უფრო იშვიათად ამოდის და უფრო ჩქარა ქრება. კანის სტრუქტურა და ფერი საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

როცა ადორის № 1 ნაკრები ჩასრულდება, გადავდივართ მკურნალობის 2 ეტაპზე და პაციენტების 90% ვუნიშნავთ Adori Anti Acne Extra ხაზს (იმათ გარდა, ვისაც თავიდანვე ცოტა გამონაყარი ჰქონდათ და არ საჭიროებენ დოზირების ზრდას).

ადორი ანტი აკნე  ექტრა უფრო ძლიერი შემადგენლობაა და უფრო ეფექტურად და ჩქარა ალაგებს გამონაყარს.

იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარი ძალიან ძლიერია, ვნიშნავთ Adori Anti Acne Super Extra ხაზს.

მკურნალობის პირველ ეტაპზე ყველაზე მეტაა გამოხატული კანის სიმშრალე და აქერცვლა. ეს ნორმალური მოვლენაა, რადგან ადორი არეგულირებს კანის ცხიმიანობას. 10 და 8 პაციენტს უშრება და ექერცლება კანი. ამ პრობლემის აღმოსფხვრელად ვხმარობთ ადორის ნიღბებს.

ადორის პაციენტები მკურნალობის დაწყებისთანავე აქტიურად იკეთებენ ადორის რეცეპტურით ასპირინის და ცომის ნიღბებს კანის აქერცვლის და სიმშრალის საწინააღმდეგოთ.

რა ხდება მკურნალობის 2-ე ეტაპზე?

2 ეტაპზე ხდება კანის სრულფასოვანი განკურნება. სრულად ლადგება ჩირქოვანი გამონაყარი, ყველა ანთებითი კერა, ხდება კანის რეგენერაცია, კანის სტრუქტურის და ფერის საგრძნობი გაუმჯობესება. ფერისმჭამელების 90% ლაგდება. თუ პაციენტი იტარებს სრულფასოვან მკურნალობას ნაწიბურებზე, 6-8 თვეში 60% მცირდება და უფერულდება ნაწიბურები.

2 ეტაპზე პაციენტები მკურნალობენ 6 დან 12-14 თვემდე.

ის ფაქტი, რომ სამი და მეტი თვე კანზე არ გამჩდარა არც ერთი ანთებითი კერა, არის იმის ინდიკატორი, რომ შეგვიძლია მკურნალობის 3 ეტაპზე გადავიდეთ.

3 ეტაპზე პაციენტებს ვუნიშნავთ Adori Anti Acne № 2 ხაზს. ეს ყველაზე მსუბუქი შემადგენლობაა. ეს არის პროფილაქტიკური ხაზი. მკურნალობა გრძელდება 4-8 თვე.

ამაზე მკურნალობა დასრულებულია და პაციენტები ღებულობენ ადორის დანაპირებ  სუფთა, გლუვ, ჯანმრთელ, ნათელ და ლამაზ კანს.

მკურნალობის დასრულების შემდგომ ჩვენი პაციენტები, რომლებიც მოიხმარენ ადორის კოსმეტიკურ ხაზს, რომელშიც შედის: ჰიდროფილური გამწმენდი ზეთი, ანტი ეიჯ გამწმენდი ლოსიონი, ანტი ეიჯ აღმდგენი ლოსიონი, ადორის შრატები, ადორის დამატენიანებელი კრემები ცხიმიანი კანისთვის, გარანტირებულად ინარჩუნებენ მიღებულ შედეგს და მთელი ცხოვრება გაყვებათ ადორელის სუფთა, გლუვი, ნათელი და ლამაზი კანი.

  • რატომ მოითხოვს აკნესა და დემოდეკოზის მკურნალობა 12 და მეთ თვეს? გამონაყარი ხომ ვიზუალურად გაცილებით ადრე ქრება ადორით მკურნალობისას?
– იმიტომ, რომ სებორეა, ანუ კანის ჭარბცხიმიანობა ასე თუ ისე, ქრონიკული პრობლემაა და იმისათვის, რომ კოკის ბაქტერიებმა ვეღარ შეძლონ კანზე ჭარბად გამრავლება, კანის ცხიმიანობა უნდა დარეგულირდეს.
იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მეტი დროა საჭირო და წელიწადი  მინიმალური ბუნებრივი რითმია იმისათვის, რომ კანის ცხიმიანობა ნორმაში ჩადგეს.
ადრე მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატების მიღებით იყო შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა. მაგრამ, ეს შედეგი დროებითი იყო და ჰორმონალური პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან რაღაც პერიოდში კანი კვლავ ჭარბად გამოიმუშავებდა ცხიმს და აკნეც ბრუნდებოდა.
Adori Anti Acne უნიკალური 100% ბუნებრივი ფორმულა საშუალებას იძლევა 1 წელიწადში 90% დაარეგულიროს კანის ცხიმიანობა. ამიტომ, კოკის ბაქტერიებს აღარ ექნებათ ჭარბი საკვები გამრავლებისთვის და შედეგად, გვაქვს ჯანმრთელი და ლამაზი კანი.
განსხვავებით ანტიბიოტიკებისგან, რომელთა მიმართ კოკის ბაქტრია რეზისტენტული შეიძლება გახდეს, Adori Anti Acne-ს ბუნებრივი შემადგენლობის მიმართ კოკის ბაქტერია რეზისტენტული ვერ ხდება.
ამიტომ, თუ ვინმემ შეწყვიტა დროზე ადრე ადორით მკურნალობა და რაღაც დროსი მერე აღადგინა, მკურნალობის გაგრძელება ჩვეულ დადებით შედეგს იძლევა.
ადორი გირჩევთ: ნუ შეწყვეტთ მკურნალობას მაშინაც კი, თუ კანზე საერთოდ აღარ გაქვთ გამონაყარი. თუ გინდათ, რომ აკნემ აღარასდროს იჩინოს თავი, მკურნალობის კურსი სრულად უნდა ჩაიტაროთ. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.
– რას გულისხმობთ?
– Adori Anti Acne-ს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე მხოლოდ აკნეს, დემოდეკოზის, ჰერპესის და სებორეას მორჩენა. იგი აღადგენს კანის ჯანმრთელ სტრუქტურას იმდაგვარად, რომ შედეგათ გვაქვს იმაზე სუფთა, ლამაზი, ჯანმრთელი, გლუვი და ნათელი კანი, ვიდრე ოდესმე გვქონია.
კლინიკა ადორი
თბილისი. ჭავჭავაძის გამზირი 62
551 98 40 20
595 59 40 20
(Visited 5,477 times, 1 visits today)