რა იწვევს აკნეს? 100 სიცრუე და 1 სიმართლე

აკნე ის პრობლემაა, რომელიც ადამიანის მოდგმას მუდამ სდევდა თან. მაშინაც, როცა არც გამონაბოლქვი იყო, არც გენმოდიფიცირებული საკვები და არც დღევანდელი სტრესული ცხოვრების რითმი.

მიუხედევად იმისა, რომ გავრცელებული კლასიფიკაციით, 4 ტიპის კანი არსებობს: ცხიმიანი, მშრალი, ნორმალური და კომბინირებული, სინამდვილეში კანის ტიპი ორია: მშრალი და ცხიმიანი.  ნორმალურია ორივე ტიპის ჯანმრთელი კანი, ხოლო ეგრეთ წოდებული კომბინირებული კანი – ეს არის არაჯანმრთელი ცხიმიანი კანი.

აკნე  ცხიმიან კანზე ჩნდება. თუ ადამიანს აქვს კონსტიტუციურად მშრალი კანი, მას შეიძლება ჰქონდეს ავადმყოფი კუჭნაწლავი (რომელსაც, გავრცელებული მითის თანახმად, ბრალდება აკნეს გამოწვევა), ავადმყოფი ნაღველი, ელენთა, ღვიძლი, ნაწლავი… მაგრამ აკნე არასდროს ექნება.

რატომ?

იმიტომ, რომ აკნე ჩნდება მხოლოდ ცხიმიან კანზე.

რატომ?

იმიტომ, რომ აკნეს გამომწვევი მიზეზი ორია: ჭარბი ცხიმიანობა და ამის ფონზე გააქტიურებული კოკის ბაქტერიები.

ცხიმს ჭარბად კი მხოლოდ კონსტიტუციურად ცხიმიანი კანი გამოჰყოფს.

კოკის ბაქტერიები ყველა ადამიანის კანზე ბინადრობს. და ნორმის ფარგლებში პრობლმას არ წარმოაგენს.

როცა კანი იწყებს ცხიმის ჭარბად გამომუშავებას და ამას ეწოდება სებორეა, კოკის ბაქტერიას უჩნდება ბევრი საკვები, იგი იწყებს გამრავლებას და შედეგად  გვაქვს აკნე: მუწუკები და ფერისმჭამელები.

რა არის სებორეა?

ცხიმს ადამიანის კანზე დამცავი ფუნქცია აქვს. სებორეა არის ცხიმოვანი ჯირყვლების ასე ვთქვათ მოშლა, როცა ის უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროა.

რატომ იწყება აკნე გარდატეხის ასაკში?

იმიტომ, რომ პუბერტატულ ასაკში იცვლება ჰორმონალური ფონი.

განა ყველას ემართება გარდატეხის ასაკში აკნე?

არა. მხოლოდ იმათ, ვისაც კონსტიტუციურად ცხიმიანი კანი აქვს.

თუ კოკის ბაქტერია ძლიერად გავრცელდა კანზე, შეიძლება შემდგომ კანზე მუწუკები არ გქონდეთ, მაგრამ სუფთა კანი 90% შემთხვევაში აღარ გექნებათ.

სუფთა კანი ახალგაზრდობაში უმეტეს წილად აქვთ მშრალი კანის პატრონებს.

სამაგიეროდ, ცხიმიანი კანი ასაკში გვინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.

რატომ არის Adori Anti Acne მსოფლიოში  1 ანტი აკნე პრეპარატი, რომელიც  საბოლოოდ ჰკურნავს აკნეს?

იმიტომ, რომ Adori Anti Acne-ს გარდა, სხვა ანტი აკნე პრეპარატები  ან ჰორმონალურია და დროებით არეგულირებს ცხიმიანობას, ან ანტიბიოტიკია და კლავს კოკის ბაქტერიას.

და მხოლოდ Adori Anti Acne უმკლავდება ორივე პრობლემას ერთდროულად: არეგულირებს ცხიმიანობას და ეფექტურად ებრძვის ბაქტერიას.

რატომ ვერ მოირჩენთ აკნეს დიეტებით და კვების რეჟიმის შეცვლით?

იმიტომ, რომ სებორეაც და კოკის ბაქტერიაც  კანის  პრობლემაა. კანის მკურნალობა Adori Anti Acne-თი  ორივე ამ პრობლემას აგვარებს და ამიტომაც გვაქვს ის არაჩვეულებრივი შედეგები, რომელიც გვაქვს: სუფთა და ჯანმრთელი კანი.

100 ტყუილი აკნეს შესახებ: აკნეს გამომწვევი მიზეზი შინაგანია და… (100 შინაგან  მიზეზს  ჩამოგითვლიან ისინი, ვისაც უნდათ დიაგნოსტიკაში ფული დაგცინცლონ).

1 სიმართლე აკნეს შესახებ: აკნეს მიზეზი – სებორეა და მის ფონზე გააქტიურებული კოკის ბაქტერიებია.

იმისთვის, რომ მოირჩინოთ აკნე, უნდა დაარეგულიროთ ცხიმიანობა და შეამციროთ კოკის ბაქტერიების რაოდენობა ერთდროულად.

ეს მხოლოდ Adori Anti Acne-ს შეუძლია, ინოვაციურ, 100% ბუნებრივ ქართულ ანტი აკნე სამკურნალო კოსმეტიკას

კლინიკა “ადორი”

თბილისი. ჭავჭავაძის გამზირი 62

551984020

595594920

(Visited 4,743 times, 1 visits today)