სეისმური დეტექტორი, რომელიც თითქმის 2000 წლის წინ ჩინეთში გამოიგონეს

მსოფლიოში პირველი სეისმური დეტექტორი ჩვ. წ. 132 წელს გამოიგონა ჩინელმა მეცნიერმა Zhang (‘Chang’) Heng. 2005 წელს, მეცნიერება Zengzhou,ჩინეთიდან  გააკეთეს  მისი ანალკოგი და ის ისევე მუშაობს, როგორც თანამედროვე სეისმური დეტექტორები!

იმ შორეული ეპოქის ჩინელები თვლიდნენ, რომ მიწისძვრის მიზეზი იყო კოსმიური ინისა და იანის დისბალანსი და ზეცის უკმაყოფილება მმართველი დინასტიის ქმედებით.

ასე რომ, მიწისძვრებს იმპერატორებს აბრალებდნენ და ამ უკანასკნელებს ძალიან უნდოდათ სცოდნოდათ, თუ სად და როდის მოხდება მიწისძვრა.

(Zhang Cheng) ჩან ჩენი იყო მათემატიკოსი, ასტრონომი, ინჟინერი, გამომგონებელი და გეოგრაფი, რომელიც ცხოვრობდა ჰანის დინასტიის დროს (25 – 220 წლები).

ჩან ჩენის სეისმური დეტექტორი იყო დიდი ბრინჯაოს ჭურჭელი, 1, 8 მეტრი დიამეტრში. წრეზე განთავსებული იყო 8 ქანქარათავიანი დრაკონი.

Ancient Chinese Earthquake detector - Zhang (‘Chang’) Heng

ყოველ დრაკონს პირში ედო პატარა ბრინჯაოს ბურთი.

დრაკონების ქვეშ იყო გაკეთებული პირდაღებული გომბეშოები.

გარკვეული მექანიზმის მოქმედების შედეგად, როდესაც ხდებოდა მიწისძვრა, იმ მიმართულების დრაკონი აგდებდა პირიდან ბურთს და იგი გომბეშოს პირში ვარდებოდა.

სწორედ ეს დაცემის ხმა ატყობინებდა გარშემომყოფთ მიწისძვრის შესახებ და მის დაახლოებით მიმართულებასაც ამცნობდა.

არავის არ სჯეროდა, რომ გამოგონება მართლაც მუშაობს.

მაგრამ, 138 წელს, როდესაც დრაკონმა პირიდან გამოაგდო ბურთი და მისი ხმა ყველამ გაიგო, მეცნიერმა თქვა, თუ რა მხარეს მოხდა მიწისძვრა.

რამდენიმე დღეში სასახლეში მოვიდა შიკრიკი და ამცნოთ, რომ მიწისძვრა მართლაც მოხდა, 300 მილის დაშორებით ქალაქ ლოიანიდან (Luoyang) რომელიც ჩინეთის იმდროინდელი დედაქალაქი იყო.

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

გვიპოვეთ Facebook – ზე

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი
(Visited 817 times, 1 visits today)