ცისფერი თვალი – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თვალის ლურჯი ფერი ათასწლეულების წინ ერთადერთი წინაპრისგან წამოვიდა

2008 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლების თანახმად, ყველა ცისფერთვალებას ჰყავს საერთო წინაპარი, რომელიც, მინიმუმ 7 ათასი წლის წინ ცხოვრობდა შავი ზღვის მიდამოებში.

ასევე დადგინდა, რომ კაცთა მოდგმას თავდაპირველად ყავისფერი თვალის ფერი ჰქონდა. ცისფერი ფერი წარმოიქმნა ერთადერთი მუტაციის შედეგად.

2609149

პროფესორი Hans Eiberg, რომელიც მუშაობს the Department of Cellular and Molecular Medicine at the University of Copenhagen, აცხადებს: “გენეტიკური მუტაცია გავლენას ახდენს OCA2  გენზე ჩვენს ქრომოსომებში, რაც ქმნის “გადამრთველს”, რომელიც სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით “თიშავს” ყავისფერი თვალის შექმნის შესაძლებლობას”.

glaza7

პროფესორმა Hans Eiberg კვლევა 1996 წელს დაიწყო, მან მოიარა და შეისწავლა ისეთი რეგიონები, როგორებიცაა თურქეთი, იორდანია და დანია, რათა ცისფერი თვალის ფერის წარმოშობა დაედგინა.

მიტოქონდრიალური დნმ-ის შესწავლის შედეგად, მან დაადგინა ცისფერი თვალის წარმოშობის არეალი.

3419

OCA2 გენი დაპროგრამებულია, რომ წარმოშვას მელანინი, რომელიც პასუხს აგებს თმების, კანის და თვალის ფერზე.

“გადამრთავი” მდებარეობს OCA2 გენის გვერდით და სინამდვილეში უბრალოდ აბრკოლებს მელანინის წარმოებას, იგი მცირე რაოდენიბით წარმოიქმნება, რის შედეგადაც იქმნება ცისფერი თვალი.

523893_417171394968081_1479617494_n_large

თუ მელანინი საერთოდ არ წარმოიქმნება, მაშინ ადამიანი არის ალბინოსი.

მეცნიერთა ახსნით, თვალის ცისფერი ფერის გენი ერთადერთი წინაპრისგან წამოვიდა, ხოლო მწვანე, ნაცრისფერი და თაფლისფერი უფრო შემთხვევითი გენეტიკური გადახრების შედეგია და ამიტომ არ არის დაკავშირებული ერთადერთ წინაპართან.

0_a00cc_628326b9_L

ცისფერი ფერი ერთადერთი გენეტიკური მუტაციის შედეგია. რა გასაოცარია ბუნება და გენთა შერევა, რომ ამჟამად ამდენ ადამიანს აქვს ცისფერი თვალები.

წყარო -http://themindunleashed.org

(Visited 4,769 times, 1 visits today)