წარღვნამდელი ცივილიზაციის გამოცანები – გიგანტური ქვის დოლაბები მიკრონეზიაში

მიკრონეზიის კუნძულებზე აღმოჩენილია უამრავი ქვის უზარმაზარი დოლაბი. მათი დანიშნულება – აუხსნელია.  სად არის მიკრონეზია და რა ლეგენდები უკავშირდება ამ ტერიტორიას?

მიკრონეზია –  კუნძულები წყნარი ოკეანის ცენტრალურ და სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში.

შედგება 1500 კუნძულისგან.

სხვათა შორის, ერთ–ერთი მათგანია – სახელმწიფო ნაურუ, რომელმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. (ნაურუს საერთო ფართობია 21 კვ. კმ. მოსახლეობა – 11 000 ადამიანი). საინტერესო ნაურუს შესახებ – სტატიის ბოლოში.

                                                           ლეგენდა

არსებობს ორი გავრცელებული ლეგენდა წარღვნამდელი ცივილიზაციების შესახებ: ატლანტიდა და ლემურია.

ლემურია, ელენე ბლავატსკაიას (თეოსოფოსი) აზრით, არსებობდა ოკეანეთშში და შემდეგ აფეთქების შედეგად ჩაიძირა. მისგან დარჩა მიკრონეზიის კუნძულები.

Изображение

ასე იყო, თუ სხვაგვარად, ეს არავინ იცის.

მაგრამ მიკრონეზიის კუნძულებზე არის “უცნაურობები”, მეგალითური ნაგებობები და მეგალითური დოლაბები, რომელთა, ერთი მხრივ, სიჭერბემ, და მეორე მხრივ, აუხსნელმა დანიშნულებამ, მრავალი თეორია დაბადა.

Изображение

მათ შორის, არის ასეთიც – რომ ეს დოლაბები ერთგვარი… ფული იყო.

Картинки по запросу микронезия каменные круги

ან – ფარები. ან, მართლაც დოლაბები. დოლაბები კი მრავლად ყრია ამ პატარა კუნძულებზე და მათ გარშემო ოკეანის ფსკერზე.

Изображение

კუნძული იაპი (Yap)

Изображение

იგი მიკრონეზიაში, კაროლინის კუნძულების დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

აქ მრავლადაა ქვის დოლაბები, რომელთა დიამეტრი ნახევარი მეტრიდან ხუთ მეტრამდე მერყეობს.

სისქე – 10 სმ–დან 50 სმ–მდე. ისინი კუნძულზე ყოველგვარი სისტემის გარეშე არიან გაბნეული. ასევე მრავლადაა დოლაბები ოკეანის ფსკერზეც კუნძულის შემოგარენში. ადგილობრივ მოსახლეობას ლეგენდაც კი არ აქვს მათი დანიშნულების შესახებ.

კუნძული ბაბელდაობი (babeldaob island)

Изображение

ბაბელდაობი იაპისგან 600 კილომეტრში მდებარეობს. აქაც ზუსტად იგივე სურათია, დოლაბები 5 მეტრამდე დიამეტრში.

უმეტესობა მათგანი უბრალოდ მიწაზე დევს, ზოგიერთი დაბზარულია.

დოლაბები ასევე დევს  პატარა კუნძულებზე ბაბელდაობთან ახლოს. ამ კუნძულებს [Rock Islands] ეწოდება.

Изображение

ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ მსგავსი დოლაბები კუნძულზე მცხოვრები ადამიანების წინაპრებს არ შეეძლოთ შეექმნათ. მათი არსებობა უკვე თავისთავად ადასტურებს  სხვა ცივილიზაციის არსებობას, რომელიც ქმნიდა და იყენებდა ასეთ უზარმაზარ ქვის დოლაბებს. თან იყენებდა ისე ინტენსიურად, რომ ამდენი დოლაბია მიმოფანტილი კუნძულებზე, რომელიც ერთმანეთისგან 600 კმ. დაშორებული.

დოლაბების გარდა სხვა მეგალითებიცაა ბაბელდაობზე. ასევე, აუხსნელი დანიშნულების.

       მეგალითური ბოძების ალეა ბაბელდაობზე

Изображение

                     ბადრულჰაუს მეგალითები ბაბელდაობზე

Изображение

საინტერესო სამხრეთ ოსეთის მოძმე ნაურუს შესახებ: იგი 1 ადგილას დგას მსოფლიოში სულ მოსახლეზე სქელი ადამიანების რიცხვით.

                                მიკრონეზია კი ნამდვილი სამოთხეა

 

(Visited 1,498 times, 1 visits today)