ზოგიერთის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. აგა ხანი – რელიგიური ლოდერი, უმდიდრესი ადამიანი, ფილანტროპი. სახელგანთქმული ლამაზი ცხოვრების, ლამაზი ქალებისა და ცხენების სიყვარულით. ვინ არის იგი?
პრინცი აგა ხანი (Prince Shah Karim Al Hussaini Aga Khan (IV) – 20 მილიონი ადამიანის სულიერი ლიდერია, იგი ნიზარიტი ისმაილიტთა ( მიმდინარეობა შიიტურ ისლამში) 49–ე იმამია. მისი მიმდევრები 25 ქვეყანაში ცხოვრობენ, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ტაჯიკეთში, ირანში და შიიტების საერთო რაოდენობის 20% წარმოადგენენ.
აგა ხანი დაიბადა 1936 წელს შვეიცარიაში, ბრიტანეთის მოქალაქეა, დედა ინგლისელი ბარონის ქალიშვილი იყო.
პრინცის წოდება კი მას ინგლისის დედოფალმა მიანიჭა 1957 წელს, როდესაც მისი ბაბუა გარდაიცვალა და იგი იმამი გახდა.
1959 წელს ირანის შაჰმა მუჰამედ რეზა ფეჰლევიმ მას “მისი მეფური უდიდებულესობის” წოდება მიანიჭა.
მას, რა თქმა უნდა, სამეფო არ აქვს.
აგა ხანი წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავალია, მუჰამედის ქალიშვილის, ფატმასა და იმამ ალის შთამომავალი.
ეს აგა ხანის სასახლეა, რომელიც ინდოეთში აგა ხანის წინაპარმა ააგო 1892 წელს და ინდოეთის ერთ–ერთ უმშვენიერეს ნაგებობად ითვლება. 1969 წელს აგა ხანმა სასახლე გადასცა ინდოელ ხალხს (ან, აიძულეს, რომ გადაეცა).
აგა ხანი ძალიან კარგად უთავსებს სულიერი ლიდერისა და ფლეიბოის ცხოვრებას ერთმანეთს. მას უყვარს იახტები, თხილამურები და ცხენები.
ასევე ძალიან უყვარს ქალები და რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და გაყრილი.
ფოტოზე აგა ხანი და მისი მეორე ცოლი, რომელსაც იგი გაეყარა და ათწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, 50 მილიონი კომპენსაცია მისცა. არც ისე ბევრია, მის შემოსავალს თუ გავითვალისწინებთ.
ყველა მისი ცოლი ევროპელი იყო.
აგა ხანი მუსლიმ ლიდერებს შორის.
აგა ხანი და გოგონები (ხომ არის მაგარი ვინმე? 🙂 )
ჟურნალ “ფორბსის’ თანახმად, მისი ქონება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მისი შემოსავლების ძირითადი წყარო მისი მიმდევრების შემოწირულობებია, ისმაილიტები მას თავიანთი შემოსავლის 10% ურიცხავენ.
აგა ხანი საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობს.
მას ეკუთვნის ფეშენებელური კურორტი სარდინიაზე და კიდევ მრავალი სხვა ბიზნესი.
ისმაილიტებს, როგორც ამბობენ, ძალიან უყვართ თავიანთი ლიდერი, მიწამდე ხრიან თავს, როდესავ მას ხვდებიან, და არაფერი ენანებათ მისთვის.