სამეფო ლო მუსტანგი – პატარა ქვეყანა ჰომალაებში, ტერიტორიულად მიეკუთვნება ნეპალს, მდებარეობს ტიბეტის საზღვარზე. რამდენიმე წლის წინ აქ არაჩვეულებრივი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა.
მუსტანგის მოსახლეობა სულ რაღაც 9000 კაცს შეადგენს.
მუსტანგი – ბუდისტური ქვეყანაა. ბუდიზმი აქ 14 საუკუნეში დამკვიდრდა და განდევნა რელიგია ბონ–პო (ჰიმალაებში, მათ შორის ბუდიზმამდე ტიბეტში გავრცელებული რელიგია).
ახლა მისი მიმდევრები ცოტანი არიან, ცხოვრობენ ტიბეტში, სიკიმსა და ბუტანში.

რელიგია ბონ–პოს მისტიკური სიმბოლო
მუსტანგში 10 000 გამოქვაბულია, რომლებიც ადამიანებმა ქალაქებად და მონასტრებად აქციეს.
ეს მაღალ მოუდგომელ კლდეებში ნაკვეთი მონასტრები დიდ საგანძურს ინახავენ, ულამაზეს ფრესკებს, არქიტექტურას… და არა მხოლოდ.
მუსტანგი უცხოელებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 1991 წელს გახდა. აქ მოხვედრა ძვირი ღირს , 10 დღიანი ვიზა – 700 დოლარი.
მუსტანგში ჩასულმა ალპინისტებმა და არქეოლოგებმა არაჩვეულებრივი აღმოჩენა გააკეთეს.
ისინი ავიდნენ გამოქვაბულის მონასტერში და აქ ათასობით ხელნაწერი იპოვეს.
ხელნაწერები მოგვითხრობენ ბონ–პოს რელიგიის ისტორიას და თუ როგორ განდევნა იგი ბუდიზზმა.
ყოველი ასეთი ფურცელი, რომელიც მინიატურებითაა შემკული, ანტიკვარიატის ბაზარზე 100 000 დოლარი ღირს.

Jigme Parbal Bista, is the 25th Raja of the Kingdom of Mustang, and he is one who married with the charming Queen of Mustang, the daughter of Ladakh King. მეფე და დედოფალი.
ეს ფილმი მოგვითხრობს ამ არაჩვეულებრივი აღმოჩენის შესახებ.