Adori სილამაზის რჩევები – ცომის ნიღაბი

ამ სტატიით ვიწყებთ Adori სილამაზის რჩევებს mirchie-love.ge-ზე. ცომის ნიღაბი Adori-ს  რეცეპტურით იძლევა გასაოცარ:  ა) დამატენიანებელ ბ) გამაახალგაზრდავებელ გ) ძლიერ ლიფტინგ  ეფექტს. კანი ხდება ნათელი და გლუვი. არაფრით ჩამოუვარდება ძვირადღირებულ სალონურ პროცედურებს.

თუ აპირებთ სადმე წასვლას და გინდათ კანი ანათებდეს, დაუთმეთ ამ პროცედურას 30-40 წუთი და შედეგი გაგახარებთ. ?
როგორც ყველაფერი სხვა რჩევა ამ ჯგუფში, ეს რეცეპტიც ჩემი საავტოროა და რა თქმა უნდა, მრავალჯერ გამოცდილი.
1) 1 ჩ. კ. მშრალი საფუარი
2) 1 ჩ. კ. შაქარი
3) 3-4 სუფრის კოვზი რძე.
4) რძეში ჩაყარეთ : დანის წვერზე 1) კურკუმა 2) სულ ცოტა დაფქვილი მიხაკი 3) დარიჩინი 4) დაფქვილი კარდამონი. 5) ძალიან ცოტა დაფქვილი ჯანჯაფილი.
!!! ჯანჯაფილი და მიხაკი ძალიან კარგია სახის კანისთვის, მაგრამ მისი თვალზე წასმა არაა მიზანშეწონილი, გააღიზიანებს თვალის ნაზ კანს. ამიტომ, თუ ცომის ნიღაბს თვალზეც წაისვამთ, ჯანჯაფილი და მიხაკი არ დაამატოთ !!! ან თვალისთვის ცალკე გააკეთეთ, სახისთვის -ცალკე.

თუ ზოგაგაგაც ხართ ალერგიული, ჯანჯაფილი და მიხაკი არ იხმაროთ.

ამ კომპონენტებიდან სრულიად ნეიტრალურია მხოლოდ კურკუმა.

წამოადუღეთ ამგვარად შეკმაზული რძე და ცხელი დაასხით შაქარსა და საფუარს. აურიეთ და 2-3 წუთი და აცადეთ, რომ მასა ერთგვაროვანი გახდეს. თხევადი უნდა იყოს, მაგრამ ძალიანაც არა.
5) დაამატთ 2-3 წვეთი ვიტამინი A და E.
6) ჩაამატეთ 1 ს. კ. პურის ფქვილი. ამოურიეთ.
7) ცხიმის სახით ჩაამატეთ არაჟანი ცოტა.

უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი, არც ძალიან თხევადი და არც ძალიან მყარი მასა.
წაისვით მთელს სახეზე.
წაისვით თვალებზეც (შიგ რომ არ ჩაგივიდეთ, ცხვირთან, სადაც თვალი იწყება, ბამბის ბურთულები დაიფინეთ)
წაისვით სქელ ფენად.
დაიფინეთ ზედ ცელოფანი და უმჯობესია, თუ დაწვებით და მოისვენებთ.
ცელოფანი აუცილებელია, რომ არ გაშრეს ნიღაბი და კანი არსად მოგეჭიმოთ.
20- 30-40 წუთის მერე ჩამოიბანეთ.
ნიღაბი აფუვდება, ამიტომ მასა ჯერ დანის პირით მოიცილეთ სახიდან და რაც დარჩება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ფქვილი მიეკვრება სახეზე თმის ბუსუსებს და ამ ადგილებში ღრუბლით ენერგიულად გაისვით, რომ მოიშოროთ მიწებებული ცომი.
ეომის ნიღაბი ძალიან დაეხმარება მათ, ვინც კანის სიმშრალეს უჩივის.
გაიკეთეთ კვირაში 1-2 ჯერ და შედეგი არ დაახანებს.

1 თვიანი კურსი მოგცემთ არანაკლებ შედეგს, ვიდრე სალონური რევიტალიზაციის პროცედურები.

P.S. საუკეთესო შედეგისთვის, თუ გექერცლებათ კანი და გჭირდებათ პილინგი, Adori ცომის ნიღბის წინ გაიკეთეთ ასპირინის ნიღაბი

Adori სილამაზის რჩევები – ასპირინის ნიღაბი

Adori თქვენი ჯანმრთელი და ლამაზი კანისთვის.???

(Visited 23,525 times, 1 visits today)