უცნაური ადათები: ინდოელი სუფიების მიერ თვალის კაკლის ბუდიდან ამოგდება

ძალიან უცნაურია, არა? მაგრამ, სწორედ ამას აკეთებს ზოგიერთი გულანთებული მორწმუნე სუფი ყოველწლიური დღესასწაულის, ურს აჯმერის დროს.

ეს დღესასწაული ქალაქ აჯმერში ტარდება და მე-12-ე საუკუნის წმინდანს, მოინუდინ ჩიშტის ეძღვნება.

აზიელებისთვის საერთოდ დამახასიათებელია რელიგიურ ექსტაზში სხეულის დაზიაბენა.

ესენი კი უფრო შორს მიდიან და არა მარტო სხეულში კაუჭებს ირჭობენ, არამედ დანებით თვალის კაკლის ბუდიდან ამოგდების დემონსტრაციასაც ახდენენ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იმდენად დახელოვნებულები არიან ამ უცნაურ რიტუალში, რომ ახერხებენ არ დაბრმავდნენ.

(Visited 929 times, 1 visits today)