ბეტი ბროსმერს სხეულის მართლაც გასაოცარი პარამეტრები ჰქონდა ახალგაზრდობაში: 91-45-96!
სანამ მერლინ მონრო გახდებოდა სილამაზის ეტალონი – ამერიკის ყველაზე მიმზიდველ ქალად ბეტი ითვლებოდა.
მოდელის კარიერა მან 13 წლის ასაკში დაიწყო და 50 სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა.
იგი მოდური ჟურნალების ყველაზე სასურველი მოდელი იყო.
იგი მრავალი სარეკლამო კამპანიის სახე იყო.
სამოდელო ბიზნესში 13 წლის მოღვაწეობის შემდეგ ბეტი ჯო ვაიდერს გაჰყვა. ჯო ვაიდერი ბოდიბილდერი იყო და International Federation of BodyBuilders (IFBB) დამფუძვნებელი.
ლამაზი წყვილი იყო. მათი ქორწინება კი – ბედნიერი და 52 წელს გაგრძელდა (1961-2013).
გათხოვების მერე ბეტიმ დაანება სამოდელო ბიზნესს თავი და ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიტნესის პროპაგანდას შეუდგა.
რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)
გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ –
სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები
გვიპოვეთ Facebook – ზე