Adori Anti Acne მოხმარების წესები

Adori Anti Acne ინოვაციური ანტი აკნე სამკურნალო კოსმეტიკაა,  რომელიც 100% კურნავს აკნეს, აშორებს პოსტ აკნე ლაქებს, ხურავს ფორებს, აჯანსაღებს და გლუვს ხდის კანს. დღესდღეობით ბაზარზე არ არსებობს ანტი აკნე საშუალება, რომელიც შეიძლება Adori Anti Acne-ს ეფექტურობაში შეედაროს.

Adori Anti Acne ხაზში შედის:

  1. Adori Anti Acne Lotion № 1 (მკურნალობის 1 ეტაპისთვის)

  2. Adori Anti Acne Lotion № 2 (მკურნალობის 3 ეტაპისთვის)

  3. Adori Anti Acne Extra Lotion (მკურნალობის 2 ეტაპისთვის)

  4. Adori Anti Acne Super Extra Lotion (იხმარება მკურნალობის მეორე ეტაპზე, მძიმე გამონაყარის დროს)
  5. Adori Anti Acne Cream. (მკურნალობის 1 ეტაპისთვის)

  6. Adori Anti Acne Cream Extra (მკურნალობის 2 ეტაპისთვის)

  7. Adori Anti Acne Cream Super Extra (იხმარება მძიმე გამონაყარის დროს)
  8. Adori Anti Acne Cream № 2 (იხმარება მკურნალობის 2 ეტაპზე)
  9. Adori Anti Stain Cream ლაქების საწინააღმდეგო კრემი (იხმარება პოსტ აკნე ლაქების მოსაშორებლად)
  10. Adori Stop Acne Pasta (იხმარება წერტილოვნად ჩირქოვანი გამონაყარის ასალაგმავად).
  11. Adori Aloe ჰიდროფილური გამწმენდი ზეთი.

  12. Adori Lavanda ჰიდროფილური გამწმენდი ზეთი
  13. Adori Serum აღმდგენი შრატი : 1) Aloe, 2) Avokado Lavanda, 3) JoJoba)

  14.  Adori აღმდგენი ლოსიონი.
  15. Adori დამატენიანებელი კრემი პრობლემური კანისთვის (ალოეს დამატენიანებელი, მუხის ქერქის დამატენიანებელი კრემი)

  16.  Adori Anti Acne Wax ( ანტი აკნე ცვილი

  17. Adori Healing Powder (მოსაშუშებელი ფხვნილი)

  18.  Adori Anti Age Lotion (იხმარება 3-ე ეტაპზე, აკნეს პროფილაქტიკა.  კანის გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება)

      Adori Anti Acne სამკურნალო კოსმეტიკის მოხმარების წესები.

  1. ვიწმენდთ სახეს Adori ალოეს ჰიდროფილური ზეთით (უნდა დავატანოთ ბამბაზე).  იდეალურად აშორებს ჭუჭყს, დეკორატიულკ კოსმეტიკას. ახდენს კანის მსუბუქ პილინგს, აშორებს ლაქებს, კანს ხდის გლუნს. Adori ალოეს ჰიდროფილური ზეთის ხმარებისას არ ხდება კანის გამოშრობა. გაწმენდის მერე შეგვიძლია დავიბანოთ პირი წყლით. ჯერ თბილით, შემდეგ გრილით. ჰიდროფილური ზეთი არის ერთადერთი სწორი არჩევანი კანის გასაწმენდად, როდესაც არის ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანი.რა ვქნათ, თუ არ გვაქვს Adori ჰიდროფილური ზეთი? აიღეთ რძე ან მაწონი, შეურიეთ სულ ცოტაოდენი მარილი, გამოვა ‘მალაჩკო”. ამით გაიწმიდეთ კანი.
  2.  გაწმენდის მერე კანზე უნდა დავიტანოთ  Adori აღმდგენი ლოსიონი. აღმდგენი ლოსიონი შეიცავს ანტი ალერგიულ ბალახების უნიკალურ ნაზავს, ასევე ცინკსა და ალანტოინს და ადორის სამკურნალო ხაზში გამოიყენება ალერგიებისა და კონტაქტური დერმატიტის გამოვლინებების მოსახსნელად. აქვს მკვეთრად გამოხატული კანის რეგენერაციის უნარი.
  3.  შემდეგ კანზე დავიტანოთ Adori Anti Acne Lotion. წაისვით ყველა იმ ადგილას, სადაც კანზე არის პრობლემა. უმეტეს შემთხვევაში, თუ სახეზე ერთ ადგილას არის აკნე, ასე თუ ისე, კოკის ბაქტერია მთელს სახეზეა მოდებული და ჯობია, მთელს სახეზე წავისვათ Adori Anti Acne Lotion  (და ასევე ტანზე, თუ ტანზეც არის გამონაყარი).
  4. შემდეგ მთელს სახეზე, გამსაკუთრებით ტუჩების გარშემო წაისვით Adori Serum (აღმდგენი შრატი)
  5. შემდეგ  Adori დამატენიანებელი კრემი.
  6. შემდეგ  Adori Anti Acne Cream.
  7. ბოლოს, Adori Anti Stain Cream.

 

ადორის სამკურნალო ხაზის წასმის წესი

სახის ჰიდროფილური ზეთით გაწმენდის შემდგომ ყველა ლოსიონი და კრემი კანზე უნდა წავისვათ ჩქარ-ჩქარა, ისე, რომ ვერც ერთმა კომპონენტმა ვერ მოასწროს კანზე გაშრობა. ადორის ხაზში, მათ შორის, ანტი აკნე ლოსიონში, შედის წიწვოვანი ხეების ფისი. თუ რომელიმე ფენა შეგაშრათ კანზე, დახურავს ფორებს და შემდეგი ფენა ღრმად ვეღარ შეაღწევს კანში. ამიტომ, დავიტანთ სველ სველზე, ბუტერბროტის პრინციპით და ბოლოს შევიზელთ კანსი.

თუ ადორის ხაზი სახეზე სწორად გისვიათ, არ დაგეტყობათ. უბრალოდ, კანს მოვლილი იერი ექნება.

მთელი რუტინა 1-2 წუთს წაიღებს.

თუ დანიშნული გაქვთ ადორი ანტი აკნე კრემი და ადორი ლაქების კრემი ერთდროულად, ყველა ჯერზე ხელის გულზე გადააზავეთ ორივე კრემი და ისე წაისვით.

რატომ უნდა ვიხმაროთ  აკნეს მკურნალობისას აღმდგენი ლოსიონი, აღმდგენი შრატი და დამატენიანებელი კრემი?

იმიტომ, რომ ანტი აკნე ლოსიონისა და კრემის მოხმარებისას ხშირ შემთხვევაში ხდება კანის გამოშრობა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ სულ თავიდან უნდა ვიხმაროთ შრატი და დამატენიანებელი კრემი.

რას გვაძლევს Adori Serum?

Adori Serum სპეციალურად დამზადებულია კანის ღრმად დასატენიანებლად, კანის აღსადგენად და გასაჯანსაღებლად. როცა კანზეა აკნე, კანი დასუსტებული და არაჯანსაღია (არა მარტო ანთებითი კერები, არამედ მთლიანად კანს აქვს არაჯანსაღი ფერი და სტრუქტურა)

Adori Serum და Adori დამატენიანებელი კრემი გვეხმარება აკნეს მკურნალობის პარალელურად დავაჯანსაღოთ კანი და აღვიდგინოთ კარგი ფერი და სტრუქტურა.

Adori დამატენიაბელ კრემებს აქვთ  ანტი აკნე კომპონენტი, ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი, აღადგენენ კანის ერთგვაროვნებას, კარგ ფერს,  აქვთ გამოხატული გამაახალგაზრდავებელი და ლიფტინგ ეფექტი და იცავენ კანს გამოშრობისგან აკნეს მკურნალობის დროს.

რამდენჯერ უნდა წავისვათ Adori Anti Acne?

აუცილებლად დღეში 2-ჯერ. დილა-საღამოს.

                      თუ კანი გვიშრება ადორი ანტი აკნეთი მკურნალობისას.

  1. უნდა  ვიკეთოთ ინტენსიურად ადორის ასპირინის და ცომის ნიღბები.
  2. ადორის დამატენიანებელ კრემში უნდა გავურიოთ ბეპანტენის კრემი და სოლკოსერილის კრემი.

რა არის Adori Anti Acne Wax?

ეს არის სამკურნალო ცვილი, რომელიც იხმარება სამი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად, ანტი აკნე ლოსიონის და ანტი აკნე კრემის პარალელურად:

  1. Adori Anti Acne Wax – სტოპ მუწუკი.    ანტი აკნე ცვილის წყალობით შეგიძლიათ 1-2 დღეში მოიშოროთ პაპულა და პუსტულა, რომელიც სხვა შემთხვევაში დიდხანს დარჩებოდა კანზე. გრძნობთ, რომ გიჩნდებათ მუწუკი? ძილის წინ: აიღეთ პატარა  ემალირებული ჭიქა, ჩადეთ შიგ ცვილის ნატეხი, დადგით ცეცხზე. წამებში გადნება. (ლაპარაკია დნობის და არა დუღილის ტემპერატურაზე) აიღეთ რაიმე ჯოხი, ან დანის წვერით დაიდეთ მალევე გამდნარი ცვილი სამ ფენად მუწუკზე, ისე რომ მთლიანად დაფაროთ მუწუკი. დააწებეთ ზედ მრგვალი სანტავიკი და დაიტოვეთ ასე ღამე.  დილით, რომ ადგებით, მუწუკი ან გაიწოვება, ან ამოიღებს ჩირქს სისხლამდე და ლიმფამდე. ამ შემთხვევაში უნდა მიაყაროთ Adori Healing Powder, მოსაშუსებელი ფხვნილი და ისე შეახორცებს, რომ არც მეორადი ინფიცირება მოხდება და კანიც კი არ აგექერცლებათ, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ხდება ხოლმე.
  2. თუ მუწუკი პირველივე ღამეს არ გაიწოვა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ანთებითი პროცესი შესუსტდება… მეორე ღამესაც დააკარით მუწუკს ცვილი და მესამე დღეს მუწუკიდან ან მთლიანად ამოვა ჩირქი, ან გაიწოვება.

Adori Anti Acne Wax პოსტ აკნე ლაქების მოშორების დასაჩქარებლად მოხმარება:

თუ გაწუხებთ პოსტ აკნე ლაქები და გინდათ დააჩქაროთ კანის რეგენერაციის პროცესი, თუ გაქვთ აკნესგან დანატოვარი კანის არაერთგვაროვნება და ღრმულები – აირეთ ადორი ანტი აკნე  ცვილი, გაადნეთ და დაიკარით სამ ფენად პრობლემურ ადგილებში, მიეცით დაწეპებულ ცვილს მრგვალი ფორმა, რომ მერე იოლად აიგლიჯოთ კანიდან.

 

გაიკეთეთ ცვილის ასეთი აპლიკაციები კვირაში 2-ჯერ ორ-ორი საათით. 1-2 თვეში კანი საგრძნობლად უფრო ერთგაროვანი გახდება და პოსტ აკნე ლაქები გაიწოვება.

Adori Anti Acne Wax-ის მეშვეობით ცხვირის შავი კამედონებისგან გასაწმენდად მოხმარება.

გავადნოთ ადორი ანტი აკნე ცვილი და სამ სქელ ფენად, ერთგვაროვნად დავიკრათ ცხვირზე და ცხვირის გარშემო ზონაზე. გავიჩეროთ 40-60 წუთით. დაწებებულ ცვილს შეძლებისდაგვარად მრგვალი ფორმა უნდა მივცეთ, რომ აძრობისას არ გაწყდეს.

ნელ-ნელ წამოვწიოთ წრეზე ცვილი და მერე ავიგლიჯოთ.

კანი იქნება, როგორც საუნის მერე, გახსნილი ფორები და ფერისმჭამელები წამოწეული. შეგიძლიათ ძალიან იოლად, სანამ ფორები ღიაა, ამოიღოთ ფერისმჭამლები.

შემდეგ, მიიყარეთ კანზე Adori Healing Powder მოსაშუშებელი ფხვნილი. ფორებს დაგიხურავთ, სიწითლეს მოგიხსნით, არ მოხდება მეორადი ინფიცირება და ერთ საათში არ შეგეტყობათ, თუ კანის წმენდა ჩაიტარეთ.

გაფრთხილება (!)

თუ ადორი ანტი აკნე ცვილი კანზე მიგეწებათ, არ ეცადოთ ფრჩხილით აძრობა, კანს დაიზიანებთ.

აიღეთ ბამბა, ჩააწეთ მზესუმზირის ზეთში და ამით იოლად მოიცილებთ კანიდან ადორი ანტი აკნე ცვილს.

კლინიკა “ადორი”

ჭავჭავაძის გამზირი 62.

551984020

595594020

 

(Visited 14,072 times, 1 visits today)