Adori Anti Acne, რას კურნავს და როგორ გავუმკლავდეთ გვერდით მოვლენებს

Adori Anti Acne 100% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული, მცენარეების და მეფუტკრეობის მაწარმის უნიკალური, ინოვაციური კომბინაციაა. ადორი ანტი აკნეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2018 წელს მინიჭებული აქვს პარასამკურნალო საშუალების სტატუსი.

როგორც ყველა პრეპარატს, ადორი ანტი აკნეს ახასიათებს გვერდითი მოვლენები. რა გვერდითი მოვლენებია და  როგორ გავუმკლავდეთ მათ?

არის სამი სახის გვერდითი მოვლენა:

  1. კანის სიმშრალე და აქერცვლა.
  2.  ალერგია.
  3. კონტაქტური დერმატიტი.

როგორ გავუმკვლავდეთ თითოეულ მათგანს?

  1. კანის სიმშრალე და აქერცვლა ნორმალური პროცესია ადორი ანტი აკნეთი მკურნალობისას. ათიდან რვა პაციენტს უშრება და ექერცლება კანი. იმისათვის, რომ კანის აქერცვლა არ გადაიქცეს საგრძნობ დისკომფორტად, ადორი ანტი აკნეთი მკურნალობის დაწყებისთანავე პარალელურად უნდა ვიკეთოთ ადორის ასპირინის და ცომის ნიღბები. თუ ვგრძნობთ, რომ კანს დამატებითი დატენიანება სჭირდება, ადორის დამატენიანებელ კრემში შეგვიძლია შევურიოთ ბეპანტების კრემი და სოლკოსერილის გელი.
  2. ალერგია ემართება ათიდან ერთ ადამიანს. ალერგიის  სიმპტომებია – ქავილი, კანის შეწითლება, ზოგ შემთხვევაში შესიება. თუ დაგვემართა ალერგია: 1) უნდა ჩამოვიბანოთ სახიდან ანტი აკნე ლოსიონი და ანტი აკნე კრემი. 2) ადორის ხაზიდან უნდა ვიხმაროთ ჰიდროფილური ზეთი, აღმდგენი ლოსიონი და დამატენიანებელი კრემი. 3) ალერგიის მოსახსნელად უნდა დავლიოთ ერიუსი და სახეზე (ადორის დამატენიანებლის ზემოდან) წავისვათ გიდროკორტიზონის კრემი.  4) ამის მერე უნდა დავუკავშირდეთ ადორის დერმატოლოგს. Adori Anti Acne-თი მკურნალობისას ალერგია გამოვლინდება 90% შემთხვევაში ერთჯერადად, ალაგდება 3-7 დღეში და აღარ შემობრუნდება. 10% შემთხვევაში ალერგიასთან გამკლავებას მეტი დრო სჭირდება. ალერგია შეიძლება მკურნალობის პროცესში რამდენჯერმე განმეორდეს. ძალიან ეფექტურია ალერგიის დროს ორკბილას ორთქლია აბაზანა.
  3. ზოგ შემთხვევაში ალერგია ადის თვალების გარშემო ზონაზეც. შეიგრძნობა, როგორც კანის მკვეთრი გამოშრობა, ქავილი, დანაოჭება. ამ შემთხვევაში თვალის გარშემო შეგვიძლია წავისვათ: ა) თვალის სოლკოსერილის კრემი და თვალის გიდროკორტიზონის კრემი. დისკომფორტი 24-72 საათში მოიხსნება.
  4. კონტაქტური დერმატიტის გამოვლინებაა – წვა და კანის შეწითლება. შეიგრძნობა, როგორც დამწვრობა. მაგრამ, ეს არ არის რამე სახის ქიმიური დამწვრობრობა და სრულად ალაგდება სათანადო თერაპიის ფონზე. კონტაქტური დერმატიტის დროს: ა) უნდა  ჩამოვიბანოთ სახიდან ანტი აკნე ლოსიონი და ანტი აკნე კრემი. ადორის ხაზიდან ვხმარობთ ჰიდროფილურ ზეთს, აღმდგენ ლოსიონს და დამატენიანებელ კრემს. დღე – ადორის ზემოდან უნდა გადავისვათ ელოკომის კრემი, ძილის წინ – სუდოკრემი.  და მივმართოთ ადორის დერმატოლოგს.

Adori Anti Acne-თი მკურნალობისას სამივე გვერდითი მოვლენა სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, 90% შემთხვევაში აქვს ერთჯერადი ხასიათი, იოლად ლაგდება და აღარ შემობრუნდება. 10% შემთხვევაში გვერდითი მოვლენა მკურნალობის პროცესში რამდენჯერმე იჩენს თავს.

ყველა შემთხვევაში წესი ერთი და იგივეა: ქავილის და წვის დროს  1) ჩამოვიბანოთ ანტი აკნე 2) მივიღოთ შესაბამისი მედიკამენტი 3) დავუკავშირდეთ ადორის დერმატოლოგს.

 

Adori Dermatology კლინიკა ადორი

თბილისი. ჭავჭავაძის გამზირი 62 1 სადარბაზო. 1 სართული.

551 98 40 20

595 59 40 20

 

 

 

(Visited 9,999 times, 1 visits today)