ახალი გათხრები ჩინეთში: სახელგანთქმული ტერაკოტის არმია 1400 მეომრით შეივსო

გათხრები, რომელიც აპრილის ბოლოს დაიწყო, 200 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და იმპერატორ ცინ შიხუანდის სამარხის შუაში მიმდინარეობს.

მეომრების გარდა, აქ 90 ცხენებიანი ეტლიცაა. როგორც არქეოლოგები ამბობენ, ხასხასა საღებავები, რომლითაც ქანდაკებები იყო შეღებილი, საკმაოდ კარგადაა შემონახული.

images (16)

ადგილს, რომელშიც გათხრები მიმდინარეობს,  “ორმო № 2” ეწოდება.

იმპერატორი ცინ შიხუანდი (259–210 წლები ჩვ. წ-მდე)  ჩინეთის გამაერთიანებლად ითვლება. მასვე უკავშირდება ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობის დასრულებაც. კედლის სიგრძე ამჟამად 21 196 კილომეტრია.

images (15)

რაც შეეხება ტერაკოტის ჯარს – იგი შემთხვევით აღმოაჩინეს 1974 წელს, ჭის თხრის დროს. მაშინ იქნა აღმოჩენილი რამდენიმე ქანდაკება.

შემდგომი გათხრებისას 8000 ჯარისკაცის ქანდაკება იქნა აღმოჩენილი. იმპერტორის სამარხის მშენებლობას  36 წელი მოუნდნენ. ითვლება, რომ მშენებლობაში 700 000 კაცამდე იყო ჩართული.

images (14)

რამდენიმე ხნის წინ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის არქეოლოგებმა გააკეთეს ჯარისკაცების ყურების 3D მოდელები, რათა გაეცათ პასუხი შეკითხვაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ისმის: ნუთუ მართლა ყველა ქანდაკება რეალური ჯარისკაცის პორტრეტული ასლია?

images (13)

კვლევა ჩაუტარდა 30 მარცხენა ყურს. არც ერთი ყური არ გამოდგა ერთნაირი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ, როგორც მინიმუმ, ქანდაკებები არ იყო ლეგოსავით აწყობილი სხვადასხვა ერთმაირი ნაწილებისგან.

images (12)

სავარაუდოდ, ქანდაკებები მართლაც რეალური პორტრეტებია.

 

 

 

საინტერესო ფაქტები ცინ შიხუანდის სამარხთან დაკავშირებით

images (11)სამარხის საერთო ფართობი 120 780 კვადრატული მეტრია და სამ დარბაზს მოიცავს, რომელშიც ჯარისკაცები დგანან. მეოთხე დარბაზიცაა ნაპოვნი, მაგრამ ის ცარიელია. სავარაუდოდ, იმპერატორი გარდაიცვალა და ვერ მოასწრეს ბოლო დარბაზის ჯარისკაცებით შევსება.

images (10)

იმპერატორზე ცხოვრებაში სამი თავდასხმა გავხორციელდა და მას სურდა იმ ქვეყნად კარგად დაცული ყოფილიყო.

images (9)

ოფიციალური გათხრები 1994 წელს დაიწყო.

მეომართა სიმაღლე – 178 -197 სანტიმეტრია. მაგრამ საეჭვოა, რომ მაშინდელი ჩინელები ასეთი მაღლები ყოფილიყვნენ.

ყველა მეთაური რიგით ჯარისკაცზე მაღალია.

download

ნაპოვნია 50 ბრინჯაოს საბრძოლო ეტლი, რომელშიც თიხის ცხენებია შებმული.

თავად იმპერატორის სამარხი იქვე მდებარეობს. მას 47 მეტრიანი გორაკი ფარავს.

მეცნიერებს დღემდე არ გაუხსნიათ სამარხი, იმიტომ რომ მიიჩნევენ, რომ არ აქვთ სათანადო თანხები, რათა გათხრების შემდგომ ობიექტის კონსერვაცია შეძლონ.

227337

ადრე გახსნილი იმპერატორთა სამარხების კონსერვაცია ვერ მოხერხდა სათანადო დონეზე და ბევრი არტეფაქტი ჰაერთან შეხებისას დაიღუპა.

227337_519488

არსებობს მოსაზრება, რომ იმპერატორის სამარხის ჭერი ძვირფასი თვლებითაა მოოჭვილი.

227337_519487

თავდაპირველად ჯარი ნამდვილი იარაღით იყო აღჭურვილი. მაგრამ იმპერატორის გარდაცვალების მერე 4 წელიწადში გლეხთა აჯანყება მოხდა. გლეხები შევარდნენ სამარხში და წაიღეს მთელი იარაღი. მათ ასევე ცეცხლი წაუკიდეს ხის ჭერს, იგი ჩამოინგრა და დააზიანა ქანდაკებები.

227337_519486

შემდეგ სამარხი მრავალჯერ დაზიანდა წყალდიდობების დროს.

ქანდაკებებს ტორსები და ხელ-ფეხი სტანდარტული აქვთ, სახეები კი ინდივიდუალური.

227337_519485

ჩინეთში კიდევ ასობით იმპერატორთა სამარხია, რომელიც არაა გახსნილი და სავარაუდოდ, არანაკლებ აღსავსეა სიურპრიზებით.

 

(Visited 2,618 times, 1 visits today)