ეგვიპტის პირამიდები და სფინქსი ერთ დროს წყლით იყო დაფარული?

 სამყარო სავსეა  საიდუმლოებებით. იქნებ, დღემდე მიღებული მეცნიერული შეხედულებები კაცობრიობის ისტორიაზე გადახედვას მოითხოვს? უცნაური ფენომენები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გვაიძულებს დავფიქრეთ… იქნებ, ყველაფერი სხვაგვარად იყო?

ქვების  ეროზია გიზას პლატოზე ეგვიპტეში, პირამიდებზეც და სფინქსზეც, ბადებს ვარაუდს, რომ ერთ დროს მთელი ეს ტერიტორია ზღვით იყო დაფარული.

დოქტორი რობერტ . სჩოლჩი (Dr. Robert M. Schloch) პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, გეოლოგიური კვლევის საფუძველზე (ქვების ეროზიის გამომწვევ მიზეზებზეა საუბარი), გამოთქვა მოსაზრება, რომ გიზას პლატოს ნაგებობები, შესაძლოა, ბევრად უფრო ძველია, ვიდრე თანამედროვე მეცნიერება მიიჩნევს და ათასწლეულებით გადასწია უკან მათი მშენებლობის თარიღი. სფინქსის და დიდი პირამიდების მშენებლები ძველი ეგვიპტელები არ შეიძლება ყოფილიყვნენ. ეს ნაგებობები წარღვნამდელ ეპოქას მიეკუთვნება.

და აი, უახლესი კვლელების შედეგები: არქეოლოგმა შერიფ ელ მორსიმ (Sherif El Morsi) , რომელიც 20 წელზე მეტია გიზას პლატოზე მუშაობს, კიდევ უფრო მეტად გაამყარა რობერტ სჩოლჩის თეორია. მურსიმ მოაგროვა დოკემენტალური მასალა, ფოტოები პირამიდებისა და სფინქსის მეგალიტური ბლოკებისა, რომელზედაც ნათლად ჩანს წყლის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ეროზიის კვალი.

შერიფ ელ მორსიმ გამოაქვეყნა სტატია Gigal Research ვებსაიტზე. მორსი წერს: „ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ერთერთი ფოტოსესიის დროს ქვის ბლოკის ზედაპირზე  გაქვავებული ზღვის ზღარბის ეგზოჩინჩხი აღმოვაჩინე“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ნაწილი მეცნიერებისა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ზღვის ზღარბის ეგზოჩონჩხი თავდაპირველი ქვის ნაწილი იყო და 30 მილიონი წლისაა. მაგრამ მურსიმ, კონტრარგუმენტად წამოაყენა ის გარემოება, რომ: „ჩვენ ახლაც ნათლად შეგვიძლია გავარჩიოთ ამ ზღვის ზღარბის ეგზოჩონჩხის უმცირესი დეტალებიც კი. ასე ვერ შემოინახებოდა 30 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი. ის უფრო გვიანდელ ეპოქას მიეკუთვნება. სავარაუდოდ, როდესაც გიზას პლატო წყლით იყო დაფარული, ის იმ დროიდან შემორჩა ამ ქვაზე“.

მურსის აზრით, წყალის საფარველი გიზას პლატოზე 75 მეტრს აღწევდა. ამისდა მიუხედავად, ჯერ მეცნირებს უჭირთ ვარაუდის გამოთქმა, თუ როდის უნდა მომხდარიყო გიზას პლატოზე წყალდიდობა (საუბარი კი, სავარაუდოდ, იმ წარღვნაზეა, რომელზედაც ცბობები ყველა უძველესმა ცივილიზაციამ შემოგვინახა).

(Visited 2,183 times, 1 visits today)