მუსლიმმა კულტის მსახურმა ტელევიზიით განაცხადა: ვინც მასტურბირებს, ხელებს დაიორსულებსო

ეს შთამბეჭდავი პასაჟი მქადაგებელმა Mucahid Cihad Han თურქეთის ტელევიზით განაცხადა.

საერთოდ, დიდი გამოცდაა ფსიქიკისთვის იყო კულტის მსახური, ზოგიერთს თავი მართლა ღმერთთან მოსაუბრე ჰგონია და აფრქვევენ სასწაულებს.

Mucahid Cihad Han პირდაპირ ეთერში მაყურებლის ზარს უპასუხა და განაცხადა: – “ხელები დაუფეხმძიმდებათ მათ, ვინც მასტურბირებსო და იმ ქვეყანაზე მოუწევთ თავიანთი დაორსულებული ხელების შთამომავლობაზე ზრუნვაო”.

B6nRtHqCAAIrWol

როგორც Hurriyet Daily News, იუწყება, ეთერში დარეკა კაცმა და აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ჰყავს, მაინც მასტურბირებს და ამასვე აკეთებდა მაშინაც კი, როდესაც მექაში იყო წასული მოსალოცად.

პატივცემული მქადაგებელი ამ გადაცემის მერე წავიდა სახლში, შევიდა თავის Twitter-ში და იქაც გააგრძელა მასტურბაციის საშიშროებაზე საუბარი, “სძაგს ეგ უფალსაო”.

და ეს არ სძაგს უფალსა?!

იემენელი ბავშვი პატარძლისა და მუსლიმი კულტის მსახურის დებატები. ქედს ვიხრი ამ გოგონას წინაშე!

პოლიგამია ჩეჩნეთში – 17 წლის გოგონა 57 წლის ცოლიანმა პოლიციის უფროსმა ძალით მოიყვანა მეორე ცოლად

შოკისმომგვრელი ციფრები – ეგვიპტეში გათხოვილი ქალების 92% -ს წინდაცვეთა აქვს გაკეთებული