რა უსვამს ხაზს ქალის ასაკს? ანტი ბოტოქსი

როგორ ფიქრობთ, რა უსვამს ხაზს ქალის ასაკს? ალბათ, 10-დან 9 უპასუხებს – ნაოჭები. მართლა ასეა?

ნაოჭი ქალს შეიძლება 30 წლის ასაკში და უფრო ადრეც კი გაუჩნდეს. 1) ცხვირ-ტუჩის ნაოჭი 3) ნაოჭები შუბლზე 3) ნაოჭები თვალების გარშემო.

wrinkles and youth-ის სურათის შედეგი

 

მაგრამ, როცა 30 წლის ხარ, თუნდაც გქონდეს ნაოჭი, ამის გამო არ გამოიყურები 10 წლით უფროსად. იმიტომ, რომ თვალებს ახალგაზრდული გამომეტყველება აქვს, კისერი კვლავაც მაღალია და სახის ოვალი მკვრივი.

სინამდვილეში, არის სამი ზონა, რომელიც ამჟღავნებს ქალის ასაკს :

wrinkles and youth-ის სურათის შედეგი

1) ყვრიმალების კუნთების მოდუნება, რის გამოც 40 წლის მერე თვალების გარშემო ზონა იცვლება, კარგავს ფორმას და სახეც იცვლის იერს.

2) სახის ოვალის მოდუნება.

3) კისერი, რომელიც, თუ არ ვივარჯიშებთ, მოკლდება.

холка женщины-ის სურათის შედეგი

დაკავშირებული სურათი

უმეტესობა ქალის ასაკი (ვინც არ ვარჯიშობს) შეუცდომლად შეგიძლიათ გამოიცნოთ, თუ მის კისერს უკნიდან შეხედავთ.

Face Yoga პიგმალიონის მეთოდის ვარჯიშები საუკეთესო მეთოდიკაა ამ 3 პრობლემის მოსაგვარებლად.

პირველი, რასაც უპირატესი ყურადღება ენიჭება, ეს არის კისერი, მხრები, ზურგი. ყველა ჩვენი ვარჯიში მიმართულია კისრისა და მხრების კუნთების გასაშლელად. შედეგი კი მართლაც შთამბეჭდავია, ჩვენ რეალურად ვუბრუნებთ კისერს მის ახალგაზრდულ იერს.

მეორე, ეს არის სახის ოვალი.  ჩვენი ვარჯიშები ამკვრივებს სახის ოვალის კუნთებს. შედეგად, აღარ ვითარდება მეორე ღაბაბი, ტუჩების გარშემო ნაოჭები მცირება.

მესამე, ჩვენი ვარჯიშები ამკვრივებს ყვრიმალების კუნთებს. ამიტომ, სახე ინარჩუნებს ახალგაზრდულ პროპორციებს.

ბოტოქსი რა თქმა უნდა, ნახევარ საათში გაგისწორებთ რამდენიმე თვით ნაოჭს, მაგრეამ სახის ახალგაზრდული პროპორციების შენარჩუნება მხოლოდ სახის იოგას მეშვეობით შეიძლება.

დამატებით:

  1. ნაოჭების შემცირება, 2) კარგი სახის ფერი, 3) სახის ნაკვთების დახვეწა, 4) მიმიკის დახვეწა – ეს არის ის დამატებითი ბენეფიტები, რასაც პიგმალიონის მეთოდის სახის ვარჯიშები იძლევა.

ჩვენი სეანსები შედგება:

  1. სახის ვარჯიში (40 წუთი)

2) მხრებისა და ზურგის ვარჯიში (10 წუთი)
3) ენერგეტიკული ვარჯიშები და რელაქსაცია (10 წუთი)
4) ფსიქოლოგიური რევიტალიზაციის პრაქტიკა (20 წუთი), რომლიც დროსაც ჩვენ შინაგან სამყაროსთან ვმუშაობთ და გაახალგაზრდავება მენტალურ დონეზე ხდება. ეს არის ძალიან სასიამოვნო, დამამშვიდებელი, ენერგიის აღმდგენი და ამავდროულად, ეფექტური მეთოდიკა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვენი ცნობიერის მიღმა არსებულ ფსიქიკურ რესურსებთან წვდომა მივიღოთ.

სეანსის მერე კლიენტები თავს გრძნობენ დასვენებულად, სავსე პოზიტივითა და ენერგიით

პიგმალიონის მეთოდის ვარჯიშთან ერთად, რევიტალიზაციის პრაქტიკა  არაჩვეულებრივ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს იძლევა.

flower

საჩვენებელ ვარჯიშზე დასწრება თავისუფალია.

551 90 99 50

(Visited 3,962 times, 1 visits today)