ასუანის ობელისკის საიდუმლო

ასუანის ქვის კარიერში უძველესი ხანიდან ეგვიპტელები მოიპოვებდნენ ვარდისფერ გრანიტს. ვარდისფერი გრანიტისგან აგებდნენ ყველაზე მნიშვნელოვანს – ტაძრების ფასადებს, მეფეთა ქანდაკებებს, სარკოფაგებსა და ობელისკებს.

ობელისკი ბერძნული სიტყვაა და შამფურს ნიშნავს. თავად ეგვიპტელები კი ობელისკებს უწოდებდნენ ‘ბენ–ბენ”. ასე ეწოდებიდა უხსოვარ დროში ციდან ჩამოვარდნილ პირამიდალურ ქვას. ობელისკები ბენ–ბენის ფორმას იმეორედნენ.

ყველა ცნობილი ობელისკი ვარდისფერი გრანიტისგანაა დამზადებული.

ამ ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ხდებოდა კარიერში ობელისკების კეთება.

გრანიტი დამუშავებულია ისეთნაირად, თითქოს ეს იყო რბილი მასალა და მას ქაფჩებით იღებდნენ.

არა თუ გაუგებარია, როგორ იყო ეს შესაძლებელი ძველი ეგვიპტელებისთვის,

 

პრინციპში გაუგებარია, ასე როგორ  შეიძლება იმუშაო გრანიტთან. ან საერთოდ, რაიმე ქვასთან.

ობელისკების ეგვიპტიდან გატანა ჯერ კიდევ რომაელებმა დაიწყეს.

რომში 13 ობელისკია.

 

19 საუკუნეში ობელისკები ფრანგებმა და ინგლისელებმა გაიტანეს. ახლა ობელისკები დგას პარიზში, ლონდონსა და ნიუ–იორკში.

მაგრამ, ასუანის ობელისკი ყველა ამათგან რადიკალურად განსხვავდება…

ასუანის ქვის კარიერში დარჩა ერთი ობელისკი, რომელიც დაზიანდა დამზადებისას და ამიტომ, ადგილზე დატოვეს. (ან დაზიანდა მიწისძვრის დროს)

იგი არაა ბოლომდე ამოკვეთილი კლდის მასივიდან.

სწორედ ეს ობელისკი იწვევს უამრავ შეკითხვას, რომელზედაც პასუხის გაცემა არ შეუძლია თანამედროვე მეცნიერებას.

1) ეს არის ყველაზე დიდი ობელისკი ეგვიპტეში. მისი სიგრძე 41, 8 მეტრია. მასზე წარწერები არაა, ამიტომ მას ვერ ათარიღებენ.

მისი გიგანტური ზომების გამო მას პირამიდების ეპოქას უკავშირებენ.

მის გარშემო არის ვიწრო ტრანშეა, რომლის განი არ აღემატება ერთ მეტრს და იგი იმეორებს ობელისკის ფორმას.

ობელისკი ქვედა მხრით არის შეერთებული კლდესთან.

როგორ აპირებდნენ მისი შემქმნელები მის მოჭრას და ტრანსპორტირებას?! უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს პროცესი…

გამოდის, რომ აპირებდნენ ობელისკის ქვემოდან კლდიდან მოჭრას (?!) და მერე მის ჰაერში აწევას (?!)

სხვაგვარად მისი გამოტანა წარმოუდგენელია.

ყველა ეს ნაკვალევი გრანიტზე კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვას პლასტელინივით ამუშავებდნენ.

ობელისკის დაახლოებითი წონა 1900 ტონაა. ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე ხელოვნური მონოლითია!

მისი გაბარიტების მსგავსი არაფერი ყოფილა არც ძველ და არც ახალ დროში.

ასუანის კარიერის მეორე გამოცანა – ვერტიკალური შახტები და ჭები… გამოკვეთილი გრანიტში!

სიღრმე 3–4 მეტრი, სიგანე 80 სმ.

ასეთი ათიოდეა ასუანის კარიერში. შიდა ზედაპირი, როგორც ფოტოდანაც სჩანს, გლუვია, ანუ, ამობურღულია. ოღონდ ეს მიწა კი არა, გრანიტია!

დასკვნები თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ, თუ შეეძლო პრიმიტიული იარაღებით ადამიანს მსგავსი რამის გაკეთება?

(Visited 1,067 times, 1 visits today)