ბოროტი ტრადიციები – ძაღლის ხორცის ფესტივალი ჩინეთში

ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთში დაიწყო ძაღლის ხორცის ყოველწლიური ფესტივალი, რომლისთვისაც10 000 ძაღლს დაკლავენ.

A customer holds a puppy for viewing at Dashichang dog market ahead of a local dog meat festival in Yulin, Guangxi Autonomous Region, June 21, 2015.

Dog Meat Festival in Yulin in Guangxi პროვინციაში ტარდება. და როგორც ყოველ მამა–პაპათა ტრადიციას, მასაც “ღრმა” აზრი აქვს და ზაფხულის ბუნიობას უკავშირდება.

აქ ისიც უნდა ითქვას, რომ აზიელთა რწმენით, ძაღლის ხორცი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მამაკაცების პოტენციას აღადგენს და ა.შ.

null

ფეტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ძაღლებს ჰუმანურად ხოცავენ.

აქტივისტები კი, ვინც ამ საშინელი ფესტივალის წინააღმდეგ გამოდიან, ამბობენ, რომ ძაღლთა ხოცვა ხდება დაუნდობლად და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ კამპანიას, რათა აიკრძალოს ეს “ფესტივალი”.

online campaign – ეს ამ კამპანიის ლინკია, თუ გსურთ, რომ მსგავს ბოროტებას დედმიწაზე ბოლო მოეღოს, მოაწერეთ ხელი.

ქალაქ Yulin–ის მესვეურნი ემიჯნებიან ფესტივალს, ამბობენ, რომ არ ღებულობენ მონაწილეობას მის ორგანიზებაში. მაგრამ, არც კრძალავენ და იგი ამ წელსაც ტარდება.

ჩინელი აქტივისტები, მათ შორის ყოფილი სკოლის მასწავლებელი Yang Xiaoyun, გუშინ ასი ძაღლი იყიდა, რათა გადაერჩინა ისინი. ამ ქალზე ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ დაწერა. ამ ქალბატონს თავისი მწირი სახსრებით უამრავი ცხოველი ჰყავს შეფარებული.

null

თითო ძაღლი სულ რაღაც 10 დოლარი ღირს, ასე რომ ფესტივალის მონაწილეებს ძვირი არ უჯდებათ ბუნიაობაზე ქეიფი.

ჩინეთის მთავრობა არ ჩქარობს ჩაერიოს ამ პროცესებში და ბოლო მოუღოს “ტრადიციას”.

ძაღლისა და კატის ხორცს, ასევე დიდი კატების ხორცს სჭამენ არა მარტო ჩინეთში, არამედ კორეაში, ვიეტნამში და აზიის რიგ ქვეყნებში.

(Visited 734 times, 1 visits today)