ლალიბელა – პატარა ქალაქი ჩრდილოეთ ეთიოპიაში სახელგანთქმულია მთელს მსოფლიოში თავისი მონოლითური ტაძრებით.
ლალიბელას თითქმის მთელი მოსახლეობა მართმადიდებელი ქრისტიანები არიან.
ისტორიის თანახმად, მეფე ლალიბელამ 12 საუკუნეში მოინახულა იერუსალიმი და მუსულმანთა იერუსალიმის დაპყრობის საპასუხოდ (1187 წელს) გადაწყვიტა თავის მშობლიურ ქალაქ როჰაში ახალი იერუსალიმი აეგო. ბევრ ნაგებობას ლალიბელაში ბიბლიური სახელწოდება აქვვს. მდინარესაც კი, რომელიც ქალაქში მიედინება – იორდანე ჰქვია.
როჰას ლალიბელა ეწოდა და იგი ქვეყნის დედაქალაქი იყო 12-13 საუკუნეებში.
აქ 13 ტაძარია, ყველა მონოლითია კლდეში გამოკვეთილი. ტაძრების აგებას ასობით ათასი კუბომეტრი ქვის ამოკვეთა დასჭირდა.
(Visited 2,980 times, 1 visits today)























