ვინ იყვნენ პელასგები?

პელასგებს ბერძნები უწოდებდნენ ტომს, ან ტომთა ერთობრიობას, რომლებიც ცხოვრობდენ საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძნებამდე. რა არის ცნობილი მათ შესახებ?

თუ დაიწყებთ პელასგებზე ინფორმაციის მოძიებას, აღმოაჩენთ, რომ ბევრ თანამედროვე ერს სურს პელასგებს თავიანთი წინაპარი უწოდოს, მათ შორის, ქართველებსაც, რუსებსაც და ა.შ. და ა.შ…

A Pelasgian boat from Thera

 

 

რას გვიყვებიან ანტიკური ავტორები პელასგების შესახებ?

პირველად პელასგები ნახსენები არიან ჰომეროსის “ილიადაში”. ისინი ტროას მოკავშირეებად სახელდებიან. მათს დედაქალაქს კი ლარისსა ეწოდება.

“ოდისევსის მოგზაურობაში” ჰომეროსი პელასგებს ასახელებს, როგორც კუნძულ კრეტას ბინადართ, სხვა ერებთან ერთად.

ჰომეროსის შემდგომი ეპოქის ავტორები პელასგების შესახებ:

ჰესიოდე (სტრაბონის გადმოცემით) წერს, რომ დოდონის ორაკული მდებარეობდა პელასგურ მხარეში. იგი ასევე წერს, რომ მითიური პელასგი, (Πελασγός), ყველა პელასგთა წინაპარი, წარმოშობით არკადიიდან (ადგილი საბერძნეთში) იყო და მიწიდან აღმოცენდა.

ესქილე პელასგების სამშობლოდ მოიხსენიებს ქალაქ არგოსს მიკენებთან.

ჰეროდოტე პელასგების შესახებ:

ჰეროდოტე პელასგურს უწოდებს შორეულ წარსულს, ანუ ბერძნებამდელ ეპოქას.

იგი დარწმუნებული იყო, რომ საბერძნეთს ადრე პელასგია ეწოდებოდა და პელასგები შეერივნენ ბერძნებს და მათი ენა აითვისეს.

ჰეროდოტე წერს : ” რაც შეეხებათ ელინებს, ისინი თავიდანვე ბერძნულად ლაპარაკობდნენ. ისინი არ იყვნენ მრავალრიცხოვანი ტომი, სანამ მათ პელასგები და სხვა ხალხები არ შეუერთდნენ. ვფიქრობ, პელასგები, სანამ ისინი არ შეუერთდნენ ელინებს და ბარბაროსები იყვნენ, არასდროს იყვნენ მნიშვნელოვანი ტომი”.

მაგრამ, ამასთან ჰეროდოტე ასეთ საინტერესო ფაქტსაც ასახელებს… ათენის აკროპოლი პელასგების აგებულიაო.

ჰიმეტის მთა

“ათენელებმა გააძევეს პელასგები ატიკიდან… უსამართლოდ. თავდაპირველად, მათ თავად მისცეს პელასგებს თავიანთი მიწა ჰიმეტის მთის ძირში, მადლიერების ნიშნად, რადგანაც პელასგებმა ააგეს კედელი აკროპოლის გარშემო. მაგრამ მერე, როდესაც დაინახეს, რომ ეს, უწინ უვარგისი მიწა ახლა მშვენივრადაა დამუშავებული, ისინი შურმა შეიპყრო და მოუნდათ მიწა უკან დაებრუნებინათ… გაძევებული პელასგები სხვა მხარეებში განსახლდნენ”.

ათენის აკროპოლს ჰეროდოტე პელასგურ ციხესიმაგრეს უწოდებს.

ეს კი უაღრესად საინტერესოა, იმიტომ რომ აკროპოლის საფუძველში თანამედროვე მეცნიერები პოულობენ ციკლოპური მშენებლობის ნიმუშებს (ისევე, როგორც გოდების კედელში იერუსალიმში, ეგვიპტეში, სირიაში და სამხრეთ ამერიკაში).

ჰეროდოტე მიიჩნევდა, რომ ბერძნებმა პელასგებისგან გადაიღეს მრავალი ღმერთის სახელი.

ჰეროდოტეს დროს პელასგები კომპაქტურად ცხოვრობდნენ რამდენიმე ადგილას საბერძნეთში.

მათი ენის შესახებ ჰეროდოტე წერს, რომ იგი ბარბაროსული ენა იყო და არ ჰგავდა ბერძნულს.

ზოგიერთი ბერძენი ავტორი პელასგებსა და ეტრუსკებს ერთ ერად მიიჩნევს.

რომაელი ისტორიკოსი პლუტარქე ასეხელებს ასეთ ვერსიას, რომ რომმა დასახელება პელასგებისგან მიიღო, რომლებმაც მთელი სამყარო მოიარეს.

პელასგები არ იყვნენ ინდოევროპელები:

ამის სასარგებლოდ მერტყველებს ის ფაქტი, რომ ჰეროდოტეს, რომელმაც ბევრი ენა იცოდა, არ ესმოდა პელასგური (მისივე სიტყვებით).

რიგი მეცნიერებისა პელასგური ენის ნიმუშად მიიჩნებს ლემნოსის სტელას, რადგან, ჰეროდოტეს ცნობით, ლემნოსი იყო პელასგების ბოლო ნავსაყუდელი. ისინი აქ  ჩვ.წ–მდე 4 –ე საუკუნეში ცხოვრობდნენ.

სტელა ჯერ არაა გაშიფრული, თუმცა დიდი ალბათობით მტკიცდება, რომ წარწერა – არ არის ინდოევროპული ენაზე შესრულებული, თუმცა ჩაწერილია ძველბერძნული ანბანით. დადგენილია, რომ მას აქვს საერთო ეტრუსკულ და იმ ენასთან, რომელიც იყო კვიპროსზე ბერძნებამდე.

 

(Visited 2,860 times, 1 visits today)