ხუმრობის გარეშე… არ გდომებიათ ბუდეში ჯდომა? სადაც სითბოა და სიმყუდროვე. ჰოდა, ერთა ნიჭიერმა დიზაინერმა Gaston Zahr ადამიანის ზომის ბუდე შექმნა.
“ჩვენი ცხოვრება ძალიან მღელვარე და ჩქარია. – თქვა ბუდის შემქმნელმა – ბუდე სივრცეა, სადაც მოგინდება ცოტა მოდუნდე და სიამოვნება მიიღო იმისგან, რასაც აკეთებ”.
“ბუდე საუკეთესო ადგილია სითბოსა და სიყვარულისთვის” – ამბობს Gaston Zahr (დიახ, დიახ, ჩემო გასტონ! 🙂 ) -“უმჯობესია, თუ ბუდეში მარტო არ ზიხარ”.
დიზაინერული ბუდეები არის სხვადასხვა ზომის, 2-3 კაციანი 3,591 დოლარი ღირს, 16 კაციანი კი 10,774 დოლარი.
ბუდე გვინდა! 🙂
(Visited 231 times, 1 visits today)

