ისტორიაში ყველაზე ძველი უნივერსიტეტის, ნალანდას უნივერსიტეტის ისტორია

ნალანდას უნივერსიტეტი ინდოეთში, პირველი და უძველესია კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ უნივერსიტეტებს შორის. ნალანდას უნივერსიტეტში  5-12 საუკუნეებში სწავლობდა ერთდროულად 10 000 სტუდენტი, იყო 2 000 მასწავლებელი!

ნალანდას უნივერსიტეტი  ჩრდილოეთ ინდიეთში არსებობდა, 5-12 საუკუნეებში.

 

 

საუნივერსიტეტო კომპლექსის ნანგრევები მდებარეობს ბიხარის პროვინციაში, 90 კმ დაშორებით ძველ ქალაქ Раджагрихи– დან, რომელიც Магадхи-ს სამეფოს დედაქალაქი იყო, (ახლა ქალაქს პანტა ეწოდება).

უძველესი უნივერსიტეტები:  Al-Azhar 10 საუკუნე ეგვიპტე,

ბოლონიის უნივერსიტეტი იტალიაში, 11 საუკუნე.

ოქსფორდის უნივერსიტეტი  ინგლისში, 12 საუკუნე.

ნალანდა

.ნალანდას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჩაუყარეს საფუძველი ტიბეტის ბუდისტურ ტრადიციას.

ამ ფოტოზე ჩანს, თუ რამხელა ტერიტორია ეკავა უნივერსიტეტს

აქ იყო პირველი საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის.

ნალანდას უნივერსიტეტი 6-ე საუკუნეში მოინახულა ჩინელმა მეცნიერმა Сюаньцзан.

მისი ცნობით, უნივერსიტეტს ჰქონდა 10 სართულიანი ნაგებობები, აქ იყო 6 ტაძარი და 7 მონასტერი, ბიბლიოთეკაში იყო 9 მილიონი ხელნაწერი (!)

Ancient University of Nalanda in India

მისივე ცნობით, უნივერსიტეტში იყო მისაღები გამოცდების მსგავსი პროცედურა.

აბიტურიენტებს უსვამდნენ რთულ შეკითხვებს, და სწავლის უფლებას მხოლოდ ის ღებულობდა, ვინც პასუხს გასცემდა.

უნივერსიტეტში იყო აუდიტორიები, დარბაზები მედიტაციისთვის.

იყო ბაღები და ტბები უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

Ancient University of Nalanda, dormitories

ნალანდას უნივერსიტეტში, ინდოელების გარდა, სწავლობდნენ ჩინელები, კორეელები, იაპონელები და სტუდენტები აზიის სხვა რეგიონებიდან.

ნალანდა – ბუდისტური სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.

Inside the ruins of Nalanda University

ბუდიზმის გარდა, სტუდენტები სწავლობდნენ ხელოვნებას, მედიცინას, ასტრონომიას, მათემატიკას, პოლიტიკას და სამხედრო ხელოვნებას.

ნალანდას უნივერსიტეტის ისტორია დასრულდა 1193 წელს, როდესაც მუსლიმმა დამპყრობლებმა, თურქმანულმა არმიამ ფანატიკოს Бахтияр Халджи-ის მეთაურობით, დაანგრია უნივერსიტეტი, ცოცხლად დაწვა და თავი მოჰკვეთა ათასობით ბუდისტ ბერს. დაწვა ბიბლიოთეკა.

ამ ტრაგედიამ ისეთი დაღი დაასვა ბუდიზმს ინდოეთში, რომ შედეგად იგი, როგორც სწავლება, ჩაკვდა ქვეყანაში, რომელშიც დაიბადა.

 

 

ბუდისტი ბერები, რომლებიც გადაურჩნენ მუსლიმებს, გაიქცნენ ტიბეტსა და ნეპალში. და სწორედ ეს ფაქტი უკავშირდება ამ რეგიონებში ბუდიზმის აყვავებას.

1351 წელს ტიბეტში გაიხსნა სასწავლებელი, რომელსაც ნალანდა ეწოდა.

ნალანდას უნივერსიტეტის ადგილას შემონახულია ნანგრევები და მიდის გათხრები.

გათხრები 150 000 კვ მეტრზე მიმნდინარეობს, მაგრამ უმეტესობა ტერიტორიისა ჯერ არ არის გათხრილი.

აქ გახსნეს მუზეუმი, სადაც ინახება გათხრებისას ნაპოვნი მანუსკრიპტები.

2006 წელს ინდოელმა და სხვა ქვეყნების ბუდისტებმა გადაწყვიტეს ნალანდას უნივერსიტეტის აღდგენა და მას ეწოდა Nalanda International University

ნალანდას უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია

ნალანდას უნივერსიტეტის გამოჩენილი მეცნიერები:

(Visited 796 times, 1 visits today)