მეგალითები, რომლებსაც წარღვნამდელ ცივილიზაციას მიაკუთვნებენ ალტერნატიული ისტორიის მომხრეები, საქართველოშიც მოგვეპოვება. ერთ-ერთი მათგანია – თეჯისი.
რა არის ცნობილი თეჯიშის მეგალითების შესახებ?

წყარო: ჩოლაყის “აია-კონსტანტინ”-ი. // ლ.მელიქსეთ-ბეგი – მეგალითური კულტურა საქართველოში., თბ., 1938 წ., გვ. 55

სოფელ ჩოლაყის ახლოს მდებარე მთაზე ცნობილია ე.წ. „აია-კონსტანტინ“-ი, ე.ი. წმიდა კონსტანტინე. ასე ეწოდება ეკლესიას, რომელიც აგებულია მეგალითების სამყაროში.

ჯერ ერთი, თვით ეკლესია თვისი ეგუტერითურთ აშენებულია იმ ადგილზე, სადაც მენჰირ ვეშაპოიდი იდგა ცის ქვეშ, ხოლო ეკლესიაში მოქცეული ქვა ჯვარიან-ქვად იქნა გადამუშავებული:

შემდეგ, ეს მენჰირი შემორტყმული ყოფილა კრომლეხით, რომლის ნაშთი ეკლესიის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეშიღაა და ოდნავად იმჩნევა. (ტაბ. XVII)

ამას გარდა აქ დაცულია ციკლოპური ნაგებობის გალავანი (ტაბ. XV- XVI, XVIIIა), რომელიც, რასაკვირველია, პირვანდელი სახისა არ არის, არამედ ძირითადად გადაკეთებულია. ხოლო გალავნის ერთ-ერთ ქვას “ერატიპა”-ს ფუნქცია აქვს მიკუთვნებული (ტაბ. XVI)

თეჯისი (ყოფილი ჩოლაყი) – სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში. სოფელში მდებარეობს ორი ეკლესია – წმ.ნიკოლოზი და აია კონსტანტინი, რომელნიც ნაგებია დიდი ზომის ქვებით, და მათ გარშემო კი მეგალითური წყობის ქვის გალავანია გარშემოვლებული. აია კონსტანტინის ცენტრში – შიგ ეკლესიაში – დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტიფრავთ. ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.





























რეკლამა mirchie-love. ge ზე
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,
