მთვარის კალენდარი – რჩევები 28.07.2015

14 მთვარის დღე დაიწყება 18:53 28.07.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

  • 14 მთვარის დღე ითვლება ენერგეტიკულად ძლიერ დღედ, როდესაც ადამიანმა მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა იმოქმედოს დასახული მიზნების მისაღწევად.
  • ამ დღეს კარგია განწმენდა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი და ემოციური. ეფექტური იქნება ზღვის მარილიანი აბაზანის მიღება, სახლში სანთლების დანთება. საუკეთესო დღეა კუჭ–ნაწლავის გაწმენდისთვის, შლაკების გამოსაყვანად.
  • დღეს კარგია ფიზიკური დატვირთვა. რადგან მალე სავსე მთვარე იქნება, ადამიანებს ხშირად იპყრობთ ნეგატიური ემოციები, (სტატისტიკურად, ყველაზე მეტი სუიციდი სავსე მთვარესა და მის წინა დღეს ხდება). ამიტომ, ფიზიკური დატვირთვა ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლების კარგი საშუალებაა.
  • კვება
  • დღეს კარგია ნუშის ჭამა. მოერიდეთ ტკბილსა და ცხარეს.
  • ჯანმრთელობა
  • მოერიდეთ 14 მთვარის დღეს თვალებზე დატვირთვას, შეძლებისდაგვარად არ უყუროთ ტელევიზორს, მოერიდეთ კომპიუტერს. ითვლება, რომ თვალებისთვის კარგია, თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლას შეხედავთ.
  • თმის შეჭრა და სილამაზე
  • 14 მთვარის დღეს კარგია თმის შეჭრა. ითვლება, რომ ამას მოაქვს დადებითი ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში.

სიზმრები

14 მთვარის დღის სიზმრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

(Visited 320 times, 1 visits today)