მთვარის კალენდარი – 17.08 –დან 23.08–ს ჩათვლით

4 მთვარის დღე დაიწყება 17.08 09:07.

დღეს ნეგატიური ენერგეტიკა აქვს, მას ცოდვადდაცემის დღეს უწოდებენ.

ამ დღეს კარგია წინაპართა გახსენება.

ამ დღის ყველაზე დიდი საშიშროება – ცდუნებებია. სასურველია ,მე–4–ე მთვარის დღეს ნაკლები ვილაპარაკოთ.

კარგია ლოცვების ხმამაღლა კითხვა, სიმღერა.

სიზმრები

სიზმრები, განსაკუთრებით, ფერადი – შეიძლება აგიხდეთ. თუ რაიმე საშიშროება დაგესიზმრათ – ეს გაფრთხილებაა.

ჯანმრთელობა

ზომიერი ფიზიკური დატვირთვები მიზანშეწონილია.

ამ დღეს კარგია წყლის პროცედურები.

თმის შეჭრა

4 მთვარის დღეს არაა მიზანშეწონილი თმის შეჭრა.

საქმე

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, საქმიანი მოლაპარაკებები ჯობს სხვა დღისთვის გადადოთ.

5 მთვარის დღე დაიწყება 18  აგვისტო 10:13

მთვარის 5 დღე – კარგია ცხოვრებისეული მიზნების გაცნობიერებისა და დასახვისთვის. ამ დღეს გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ ინფორმაციას, რომელსაც ვღებულობთ.

სიზმრები

კარგია, თუ ამ ღამეს სიზმარში ტირით. ეს განწმენდას ნიშნავს, ორგანიზმი ასეთი სახით ნეგატიური ენერგიისგან თავისუფლდება.

ასევე კარგია, თუ სიზმარში გადაადგილდებით, გზა, მოგზაურობა – დადებითის მომასწავლებელია.

უსიამოვნო სიზმარი კი იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ ყურადრება.

ჯანმრთელობა და კვება

ამ დღეს არ ღირს განტვირთვის დღის მოწყობა, შიმშილობა არაა მიზანშეწონილი.

საქმე

ამ დღეს არაა მიზანშეწონილი ახალი საქმის დაწყება. (სუბარია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საქმის დაწყებაზე, რისთვისაც დრო, ენერგია და ფინანსები დახარჯეთ).

(საუკეთესო დღეები ახალი საქმის დაწყებისთვის 10, 14, 20, 27 მთვარის დღეები.

კარგია – 8, 21, 24, 28)

6 მთვარის დღე დაიწყება 19.08 11:19

ძალიან პოზიტიური და დადებითი დღე.

ამ დღეს ადამიანს უძლიერდება ინტუიცია, ამიტომ ყური დაუგდეთ შინაგან ხმას.

დღეს კარგია სახლში აკმიოთ საკმეველი.

თავი შეიკავეთ უკმაყოფილების გამოხატვისგან, რათა ამ დღის პოზიტიური განწყობა არ დაარღვიოთ.

კვება

დღეს შეგიძლიათ საჭმელში თავი არ შეზღუდოთ.

თმის შეჭრა

კარგია დღეა თმის შეჭრისთვის, მოიზიდავს თქვენ ცხოვრებაში ფულს.

სიზმრები

ამ დღეს შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ.

7  მთვარის დღე დაიწყება 20 აგვისტოს 12:24.

აქტიური და დადებითი დღე ყველა კეთილი წამოწყებისთვის. ამ დღეს კარგია ახალი საქმეების დაწყება.

ითვლება, რომ ამ დღეს სამყარო რეაგირებს წარმოთქმულ სიტყვებზე. ამიტომ, კარგია ლოცვა. არ თქვათ არაფერი თქვენთვის საზიანო, იმიტომ რომ შეიძლება აგიხდეთ. ამ დღეს გაჩუმება – კარგი არჩევანია, თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ გსურთ ცხოვრებისგან მიიღოთ ის, რასაც ამბობთ.

სიზმრები

ამ დღეს შეიძლება დაგესიზმროთ წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოაქვს.

ამ დღეს ცუდი ნიშანია ჭურჭლის დამტვრევა.

ჯანმრთელობა

დღეს არაა რეკომენდებული კბილების ამოღება.

დღეს არ ჭამოთ კვერცხი და ფრინველის ხორცი. იმიტომ, რომ 7 მთვარის დღე მამლის დღედ ითვლება (არავინ იცის, საიდან მოდის ეს შეხედულებები, მაგრამ… ბევრი რამ, რაც არ გვესმის, არ ნიშნავს, რომ არ მუშაობს).

თმის შეჭრა

ეს დღე ძალიან კარგია თმის შეჭრისთვის. ეს ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

8 მთვარის დღე დაიწყება 21 აგვისტოს 13:30

8 მთვარის დღის სიმბოლოა ფენიქსი. ამ დღეს კარგია დაანთოთ სანთლები და წარმოსახვაში, ცეცხლში დაწვათ ნეგატიური მოგონებები, მოიშოროთ არასასურველი ფიქრები.

ეს დღე კარგია მონანიებისთვის და პატიებისთვის.

ეს განახლების დღეა.

სიზმრები

8 მთვარის დღეს სიზმრებს შეგიძლიათ ენდოთ. შეიძლება დაინახოთ მინიშნება, რა არის თქვენი ცხოვრებისეული მისია.

ჯანმრთელობა და კვება

8 მთვარის დღეს არ ღირს ზედმეტი ჭამა. ეს დღე კარგია განტვირთვისთვის.

დღეს წარმატებით ჩაივლის კანის მოვლის პროცედურები, გაიკეთეთ ნიღბები.

თმის შეჭრა

8 მთვარის დღეს არ არის რეკომენდებული  თმის შეჭრა, რათა არ მიიზიდოთ ნეგატიური ენერგია.

9 მთვარის დღე დაიწყება  22 აგვისტოს 14:34

9 მთვარის დღე ითვლება ნეგატიურ, გეკატის დღედ.

მთვარისა და მზის კვადრატურა ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე და შიშს, აღელვებასა და დესტრუქციულ ფიქრებს იწვევს.

ამ დღეს ჯობია ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, გრძნობები აჯობებს არ გამოავლინოთ.

ეს დღე ითვლება ბნელი ენერგიის დღედ და ამიტომ დაანთეთ სახლში სანთლები, იკითხეთ ლოცვები, დაიცავით თავი.

რჩევა – დღეს მოერიდეთ სარკეში ჩახედვას.

სიზმრები

დღეს სიზმრები ფუჭია.

ჯანმრთელობა და კვება

დღეს მოერიდეთ სოკოს ჭამას. დღეს დაწყებული დაავადებები შეიძლება სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

თმის შეჭრა

9 მთვარის დღეს არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა.

10 მთვარის დღე დაიწყება  23 აგვისტოს 15:38

ეს დღე კარგია ახალი საქმეების დაწყებისთვის.

შეიძლება უცებ გააცნობიერთ ის, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდით. ყური მიუგდეთ თქვენს შინაგან ხმას.

10 მთვარის დღის სიმბოლოა შადრევანი.

ითვლება, რომ ეს დღე უნდა მიეძღვნას ოჯახს, წინაპრების გახსენებას.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 10 მთვარის დღე ზეციური საჩუქრების დღეა.

შეიძლება შემთხევით რაღაც ძალიან კარგი შეგემთხვეთ.

ჯანმრთელობა და კვება

დღეს კარგია წყლის პროცედურები. ასევე სასარგებლოა ჩვეულებრივზე ცოტა მეტი წყალი დალიოთ.

სიზმრები

10 მთვარის დღის სიზმრებს მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.

თმის შეჭრა

კარგი დღეა თმის შესაჭრელად.

(Visited 520 times, 1 visits today)