30 დეკემბერი – გრძელდება 19 მთვარის დღე. 23. 19 -საათზე დაიწყება 20 მთვარის დღე.
19 მთვარის დღე ნეგატიურ დღეს ითვლება.
ამ დღეს ძალიან კარგია სახლის დალაგება, არასაჭირო ნივთების გადაყრა. ეს დადებით ენერგიას შემოიტანს თქვენს საცხოვრებელში.
19 მთვარის დღეს არ ისესხოთ და არც დააბრუნოთ ვალი, სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღის სიმბოლოა ობობა.
სიზმრები
სიზმრებმა შეიძლება შეგაშინონ, მაგრამ, არ მიაქციოთ ყურადღება.
კარგია 19 მთვარის დღეს წახვიდეთ ეკლესიაში და ილოცოთ.
სახლში დაანთეთ სანთლები.
თმის შეჭრა
დღეს თმა არ შეიჭრათ.
20 მთვარის დღე დაიწყება 23: 19 საათზე და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
დღის სიმბოლო – არწივი.
მთვარის მეოცე დღეს მთვარე ადამიანს უამრავ ენერგიას აძლევს, რომელიც მან უპირველეს ყოვლისა თავისი პიროვნების გარდაქმნისკენ, სულიერი განვითარებისკენ უნდა მიმართოს.
ეს პერიოდი განკუთვნილია აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
ამ პერიოდში ჯობია თავი აარიდოთ ჩხუბს. ყველა ღონე იხმარეთ, რომ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ ყველასთან.
ახალ ნაცნობთან თუ გააბამთ ურთიერთობას, ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდება და მყარი იქნება.
ასტროლოგები ამ დღეს მშენებლობის დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გვირჩევენ.
ჯანმრთელობა
ხელსაყრელი დროა ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად.
სიზმრები
ამ დღის სიზმრები საამოა. მეტიც, შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუკვეთოთ სიზმარი. მაგალითად, სიზმარში იქ წახვიდეთ, სადაც მოინდომებთ. შეგიძლიათ სცადოთ, ვინმეს დაესიზმროთ – ეს დღე იძლევა სხვის სიზმრებში შეღწევის შესაძლებლობას.
- 21 მთვარის დღე დაიწყება 00:25 01.01.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
- 21 მთვარის დღეს ძლიერი დადებითი ენერგეტიკა აქვს. მას “ძმობის დღეს” უწოდებენ. კარგია კოლექტიური საქმიანობა.
- დღეს მთვარე ადამიანს უბრუნებს თვის მანძილზე დახარჯულ ენერგიას, ასე რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება გაქვთ ჩაფიქრებული, დღეს ამ საქმისთვის კარგი დღეა.
- დღევანდელი დღის სიმბოლოებია ცხენი და ეტლი.
- კვება
- დღეს შეგიძლიათ საჭმელში თავი არ შეზღუდოთ.
- სიზმრები
- ასახავენ თქვენს რეალობას, კარგი – კარგს, ცუდი კი იმაზე მიანიშნებს, რომ არ ხართ ცხოვრებაში რეალიზებული.
- თმის შეჭრა
- დადებითი დღეა თმის შეჭრისთვის, მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა და დოვლათი.
- 22 მთვარის დღე დაიწყება 01:31 02.01.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
22 მთვარის დღე ჰარმონიული ენერგეტიკის დღეა, კარგია ყველა სახის საქმიანობისთვის. განსაკუთრებით ცოდნის შეძენისათვის.
ამ დღეს გააქტიურებულია ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები. დღეს მიზანშეწონილია დღე აქტიურად გაატაროთ. უაზროდ დროის მოკვლა უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის გონებაზე.
ჯანმრთლობა
დღეს არაა რეკომენდებული გადაღლა.
თმის შეჭრა
ასტროლოგიური პროგნოზით თმის შეჭრა ქონების გაზრდას უწყობს ხელს.