23 მთვარის დღე დაიწყება 23:54 06.08.2015 და გაგრძელდება 00:27 07.08.2015.
ჰეკატის, ანუ ნეგატიური დღე. ამ დღეს ადამიანში იღვიძებს უზომო მადა, კონფლიქტის სურვილი, ყველა სახის დესტრუქციული მისწრაფებები.
ამ დღეს მოერიდეთ პროვოკაციებს, დათრგუნეთ თქვენს თავში უმიზეზო შიში (რაც ამ დღის ნეგატიური ენერგეტიკითაა გამოწვეული).
არ შეიძლება ამ დღეს უსაქმურობა. ამასთან ერთად, მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე, რომ ნეგატიურმა ენერგიებმა არ ჩაგითრიონ.
არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება.
სიზმრები
23 მთვარის დღის სიზმრები ფუჭია და რეალობის საპირისპიროც კი.
ჯანმრთელობა
ეცადეთ, ამ დღეს ზედმეტი არ ჭამოთ. მარხვისთვის საუკეთესო დროა.
ამ დღეს არაა კარგი ქირურგიული ოპერაციები (გადაუდებელის გარდა).
თმის შეჭრა
ძალიან ცუდი დღეა თმის შეჭრისთვის.
ასევე ასტროლოგები გვირჩევენ არ მოვიჭრათ 23 მთვარის დღეს ფრჩხილები.