სოფელი მონსანტო Mons Sanctus-ს მთაზე (რაც წმინდა მთას ნიშნავს) მდებარეობს. ყველაზე პორტუგალიური სოფლის წოდება კი 1938 წელს მოიპოვა, გამოკითხვის შედეგად, პორტუგალიელებმა მონსანტო დაასახელეს ყველაზე მშობლიურ სოფლად.

მონსანტოელებს მაშინ გადაეცათ პრიზი, ვერცხლის მამალი, რომელიც დღესაც ამშვენებს Torre de Lucano კოშკის სახურავს სოფლის ცენტრში.

ითლება, რომ აქ ხალხი 12 საუკუნეში დასახლდა.

1165 წელს ტამპლიერებმა აქ ააგეს აუღებელი ციხესიმაგრე, რომელიც მართლაც ვერასდროს ვერავინ აიღო.

სოფელში არსებობს ასეთი ლეგენდა: ერთხელ მტერს 7 წელი ალყაში ჰყავდა მონსანტოს ცოხესიმაგრე.

გამოელიათ მთლად საკვები. დარჩათ ერთი ძროხა და ერთი ტომარა ხორბალი.

მაშინ ერთმა ჭკვიანმა ქალმა ურჩია თანასოფლელებს, მოდით, მტერს ვაჩვენოთ, რომ სანოვაგე თავზე საყრელი გვაქვსო.

აიღეს, გააძღეს საბრალო ძროხა ხორბლით და ციხესიმაგრის გალავნიდან მტრის თავზე ჩამოაგდეს.

მტერმა იფიქრა, ამათ თუ გადმოსაგდები ძროხები ჰყავთ და თან ასე ხორბლით გამაძღრები, ეს ალყა არასდროს გათავდებაო, მოხსნეს ალყა და წავიდნენ.

ანუ ასეთი, გამოდის, ყლემომჭამის ციხის პორტუგალიური ვარიანტი. როგორც იცით, ყლემომჭამის ციხე რეალურად არსებობს საქართველოში.

ყლემომჭამის ციხე
ეს კი ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი ამ ციხეზე:
ჩემს ფხაზე ნისლი იხევა,
გულზე მინთია ძახველი,
იქნება «რავქნის» ციხე ვარ,
რომ ვერ მომიდგა მნახველი.
ფიქრებს წარსულში მივყევარ,
მაინც ვერ მძალავს ნაღველი,
მე «ყლემომჭამეს» ციხე ვარ,
მქვია კაცური სახელი.
დავუბრუნდეთ მონსანტოს.

ითვლება, რომ ის ღირსშესანიშნავი მოვლენა 3 მაისს მოხდა “წმინდა ჯვრის დღეს”.


ამ დღეს სოფელში ტარდება ცერემონია, რის ბოლოსაც თეთრ ქოთანს (რომელიც ძროხას განასახიერებს) ციხესიმაგრიდან ძირს აგდებენ.

ამ სოფელში 800 წლის მანძილზე აგებდნენ სახლებს ქვის ამ უზარმაზარ ლოდებს შორის. აქ ორი ერთნაირი სახლი არ დგას.


















რეკლამა mirchie-love. ge ზე
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,
