პაკალი – მაიას ტომის ერთ–ერთი სახელმწიფოს მეფე იყო. მისი გასაოცარი სარკოფაგი პალენკეში არქეოლოგებმა 1952 წელს აღმოაჩინეს.

პაკალის ცხოვრების წლები (23 მარტი 603 — 28 აგვისტო 683). იგი პალენკეს 11–ე მეფე იყო.


670 წელს მან ააგო პალენკეში ყველაზე მასშტაბური “წარწერების ტაძარი” (ან – რეკონსტრუქცია მოახდინა, რაც უკვე მტკიცდება თანამედროვე ალტერნატიული ისტორიის მონაცემებით).

იგი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სჭირდა ოსტეოპოროზი და რევმატიზმი, სამაგიეროდ, კბილები 40 წლის კაცივით ჰქონდა.

იგი დაკრძალეს გასაოცარ სარკოფაგში, საგანძურით და 6 ახალგაზრდაც შესწირეს მსხვერპლად.

რა არის გამოსახული პაკალის სარკოფაგზე?

უკვე 60 წელია მეცნიერები ამაზე დავობენ. პოზა, რომელშიც ხელმწიფე ზის თუ წევს, ჰგავს კოსმოსურ ხომალდში პილოტის პოზას – ასეთი მოსაზრებას არსებობს.
ფაქტია, რომ სარკოფაგზე არაა გამოსახული მიცვალებული და არც მეფე ტახტზე.
აქ – რაღაც ხდება. მაგრამ – რა?





სამარხში აღმოჩენილია პაკალის ახალგაზრდობის ბიუსტი





პაკალის კორონაცია

პაკალი და მისი ცხვირი 🙂