პეტრა – უძველესი ქალაქი – იყო ჯერ ედომის, შემდგომ კი ნაბატეველთა სამეფოს დედაქალაქი. პეტრა მდებარეობს იორდანიაში, სიკის კანიონში.

პეტრას სიმდიდრე მისი მდებარეობით იყო განპირობებული –

მასზე გადიოდა ორი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა – წითელი ზღვიდან დამასკომდე და სპარსეთის ყურედან ღაზამდე.

El Deir (“The Monastery”)
პეტრა იყო ქარავნების მოსასვენებელი ადგილი არაბეთის უდაბნოში.

პეტრას შენობები აგებულია სხვადასხვა ეპოქაში,

დაწყებული იდუმეებით (XVIII—II ჩვ. წ-მდე),

შემდგომ – ნაბატეველები (II ს. ჩვ. წ-მდე. — 106 წ. ჩვ. წ-ით),

რომაელები (106—395 ჩვ. წ-ით.)

დამთავრებული 12 საუკუნეში ჯვაროსნებით.

პეტრა 2007 წელს შეტანილია სამყაროს ახალ 7 საოცრებათა სიაში.

ითვლება, რომ ნაბატეველები არაბული წარმოშობის ხალხი იყო.

მათ შექმნეს არა მარტო ულამაზესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი, არამედ წყლის მომარაგების უნიკალური სისტემა.




ამ უდაბნოში წვიმები ძალიან იშვიათად მოდის და სწორედ წყლის მოგროვების უნიკალურმა მეთოდმა გახადა უდაბნოში ქალაქის აღმოცენება შესაძლებელი.


პეტრა, (რაც ბერძნულად ქვას ნიშნავს), ჰყვაოდა 4 საუკუნემდე.

შემდეგ ქალაქში ახალი შენობები აღარ აგებულა.

არის ცნობა, რომ პეტრა დაზიანდა 363 წელს მიწისძვრის დროს და მაცხოვრებლებმა იგი მიატოვეს.

ქალაქი თავიდან აღმოაჩინა 1812 წელს იოგან ლუდვიგ ბურკხარდმა.

მას ამაში ადგილობრივი ბედუინები დაეხმარნენ და პეტრაში მიიწვანეს.

ეს გზა რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძისაა. გზის დასაწყისში სიბნელეა, იმიტომ რომ მზის სხივი ვერ აღწევს კლდეებს შორის სივიწროვის გამო, თანდათან გზა ფართოვდება და სინათლეც შემოდის. კლდეებში ნიშებია ქანდაკებებისთვის.
წარმოიდგინეთ მისი შოკი, როდესაც ვიწრო კანიონის გავლის შემდეგ მის თვალწინ ასეთი სასწაული სილამაზე გადაიშალა!

ელ-ხაზრე არის პირველი შენობა, რომელსაც პეტრაში შემომსვლელი ხედავს
































რეკლამა mirchie-love. ge ზე
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,
