ის, რაც კიდევ ცოტა ხნის წინ ფანტასტიკის სფერო იყო, რეალობა გახდა – გაიცანით JIBO, მსოფლიოში პირველი სახლის რობოტი. ამ რობოტს, პრინციპში, შეუძლია ჩაანაცვლოს – მასწავლებელი, მეგობარი, სახლის დამხმარე…
მალე JIBO ფართო გაყიდვაში იქნება. ამის შესახებ დაწერეს CNN, The Wallstreet Journal, Yahoo News, The New York Times.
Mashable’s Lance Ulanoff-ს შეფასებით: “JIBO არ არის ელექტრო მოწყობილობა, JIBO კომპანიონია, რომელსაც შეუძლია ეკონტაქტოს თავის მფლობელს, იმგვარად, რომ ეს უფრო ასაღფრთოვანებელია, ვიდრე შემაწუხებელი”.
რა პლუსები და რა მინუსები აქვს ხელოვნური ინტელექტის ადამიანთა ყოველდღიურობაში დამკვიდრებას?
პლუსი
JiBO-ს ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს და შეუძლია თავის პატრონს შეახსენოს მისი სამუშაო გრაფიკი (დღეს სარეცხის გარეცხვას აპირებდი, დაგავიწყდა? ჭერიც ჩამოსაწმენდია : ) რაღაც ასეთ სტილში).
სიმარტოვისა და დეპრესიების ეპოქაში (ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავენ თავიანთ რეალობას განვითარებული დასავლური სამყაროს მაცხოვრებელნი) JIBO არის მეგობარი, თუმცა ხელოვნური ინტელექტით, ვისაც შეიძლება დაელაპარაკო და პასუხსაც დალაგებულს, და სავარუდოდ, არასულელურს გაგცემს.
მინუსი
ბევრი ადამიანი მსგავსი აპარატებში იმ საფრთხეს ხედავს, რომ ეს არის კიდევ ერთი საშუალება, ინტერნეტთან, სოც. ქსელებთან, ქუჩაში დაყენებულ კამერებთან და ა. შ. ერთად, უთვალთვალოს და ინფორმაცია შეაგროვოს ადამიანზე და კიდევ უფრო მეტად ირღვევა ცხოვრების პრივატულობა.
ადამიანები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულები ვირტუალურ რეალობაზე და ნაკლებად – ერთმანეთზე. JUBO კიდევ ერთი საშუალებაა ჩაუნაცვლოს ადამიანს რეალური ურთიერთობები და ეს შესაძლოა, მომავალი თაობებისთვის პრობლემად იქცეს.
JIBO-s სავარაუდო ფასი 600-700 დოლარია.
იყიდდით ასეთ კომპანიონს?
ისე საყვარელია კია ეს ოხერი JIBO 🙂