ფობია შიშს ნიშნავს. ფობიის ანტონიმია – ფილია. ფანტაზია არ გეყოფათ წარმოიდგინოთ, რა რაოდენობის ფობიები არსებობს, დაწყებული ალექტოროფობიით, რაც ქათმების შიშს ნიშნავს და დამთავრებული ვენუსტრაფობიით, რაც ლამაზი ქალების მიმართ შიშს ნიშნავს.

- აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
- ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
- აკაროფობია — ფხანის შიში.
- აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
- ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ.
- ალექტოროფობია — ქათმების შიში.
- ალიუმფობია — ნივრის შიში.
- ამბულოფობია — სიარულის შიში.
- ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში.
- ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში.
- ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში.
- ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
- ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ.
- ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში.
- ანთროფობია — ყვავილების შიში.
- ანუპტაფობია — დაუქორწინებლად დარჩენის შიში.
- აპეიროფობია — სასრულობის შიში.
- აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში.
- არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში.
- არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ.
- ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში.
- ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
- ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
- ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
- აუროფობია — ოქროს შიში.
- აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
- აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელით შეგეხონ.

- ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — მიკრობებისა და ბაქტერიების შიში.
- ბაროფობია — გრავიტაციის შიში.
- ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
- ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.
- ბოტანოფობია — მცენარეების შიში.

- გამოფობია — დაქორწინების შიში.
- გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.
- გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის სიძულვილი.
- გინოფობია — შიში ქალების მიმართ.
- გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.

- დენდროფობია — ხეების შიში.
- დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
- დომატოფობია — სახლების, შენობების შიში.
- ელუროფობია — კატების შიში.
- ემეტოფობია — პირღებინების შიში.
- ენტომოფობია — მწერების შიში
- ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.
- ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.
- ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.
- ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში.
- ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.
- ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში.
- ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება.
- იატროფობია — ექიმების შიში.
- კიბერფობია — კომპიუტერების შიში.
- კინოფობია — ძაღლების შიში.
- კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.
- კოინონიფობია — ოთახების შიში.
- კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).
- კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში
- ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.
- ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში.
- ლილაპსოფობია — ქარიშხალის შიში.

- მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
- მელანოფობია — შავი ფერის შიში.
- მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.
- მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში.
- ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
- ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში.
- ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
- ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.
- ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.
- ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
- ოქტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.
- ომბროფობია — წვიმის შიში.
- ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ.
- ორნითოფობია — ჩიტების შიში.
- ოფიდიოფობია — გველების შიში.
- ოხლოფობია — ბრბოს შიში.
- პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
- პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში.
- პედოფობია — ბავშვების შიში.
- პენტერაფობია — სიდედრის შიში.
- პიროფობია — ცეცხლის შიში.
- პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში.
- პტერიდოფობია — გვიმრების შიში.
- რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში.
- რანიდაფობია — ბაყაყების შიში.
- რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.
- სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში.
- სელენოფობია — მთვარის შიში.
- სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.
- სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში.
- სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
- სომნიფობია — ძილის შიში.
- სოციოფობია — საზოგადოების ან საერთოდ ხალხის შიში ან ზიზღი.
- სქოლიოფობია — სკოლის შიში.
- ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.
- ტაქოფობია — სიჩქარის შიში.
- ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.
- ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა.
- ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში.
- ტონიტროფობია — ჭექა-ქუხილის შიში.
- ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.
- ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში.
- ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისაან წვეტიანი საგნების მიმართ.
- ტრიპოფობია — კლასტერული ხვრელების შიში (ხვრელების შეკრებილობის).
- ფილოფობია — სიყვარულის შიში.
- ფობოფობია — ფობიების შიში.
- ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში.
- ფოტოფობია — სინათლის შიში.
- ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.
- ქიონოფობია — თოვლის შიში.
- ქიროპტოფობია — ღამურების შიში.
- ქრომოფობია — ფერების შიში.
- ქრონომეტროფობია — საათების შიში.
- ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში.

- ცატოპტროფობია — სარკის შიში.
- ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ.
- ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიისსინონიმი.
- ჰელიოფობია — მზის სხივის შიში.
- ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში.
- ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში.
- ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.
- ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666–ის მიმართ.
- ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
- ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.
- ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.
- ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია — გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში.
(Visited 1,460 times, 1 visits today)












