როგორ გამოვიმუშავოთ ახალი ჩვევა? 21 თუ 66 დღის ფენომენი

არისტოტელს უთქვამს “ჩვენ ის ვართ, რასაც მუდმივად ვაკეთებთ”. არსებობს თეორია, რომ ადამიანს ჩვევა 21 დღის მანძილზე გამოუმუშავდება. ამ თეორიის ავტორია პლასტიკური ქირურგი მაქსველ მოლცი. 

და თუმცა იგი არ იყო ფსიქოლოგი, სამოციან წლებში მან დაწერა წიგნი “ფსიქოკიბერნეტიკა”, სადაც გამოთქვა თეორია, რომ ჩვევა ადამიანს 21 დღის განმავლობაში გამოუმუშავდება.

ბოლო დროის კვლელებმა აჩვენა, რომ ახალი ჩვევის გამოსამუშავებლად ტვინს 66 დღე სჭირდება.

მარტივ ჩვევებს, მაგალითად, უზმოზე ჭიქა წყლის დალევას ცოტა დროც ეყოფა.

და რამდენი დროა საჭირო, რომ პოზიტიური აზროვნების მოდელი შეიმუშავო?

მოდით დავაკონკრეტოთ სურვილი: მინდა, როცა  უსიმოვნოს მეუბნებიან, არ მქონდეს ამაზე რეაქცია. 

ჩემს ახლობელს ჰყავს წლინახევრის შვილი, რომელსაც ძალზე  მყარი ფსიქიკა აქვს. ამას წინათ მულტფილმს უყურებდა, გვერდში ვეჯექი და მინდოდა მეთამაშა მასთან. მაგრამ, ერთხელაც არ გამომხედა. მერე ავიღე მანქანის ბრელოკი და ცხირწინ დავუქნიე. ბავშვმა მშვიდად განაგრძო მულტფილმის ყურება ისე, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა ,  ცხვირწინ რომ უქანავებდნენ ბრელოკს.

არ იფიქროთ, რომ ბავშვი აუტისტია. სავსებით ნორმალური და როცა სურს, კონტაქტურია.

ეს ბრელოკის ცხვირწინ ქანაობა დამამახსოვრდა. ახლა ვცდილობ, თუ ვინმე ან რამე მაღიზიანებს, გავიხსენო ის ბრელოკი და ისე ვიყურო უსიამოვნოს მიღმა. არ შევამჩნიო.

მინდა ასეთი ჩვევა მქონდეს. ვის არ უნდა?

ახლა კი დავუბრუნდეთ 21 დღეს.

თუ 21 დღე ყველა გამაღიზიენებელი მომენტის უგულველყოფას შევძლებ, ეს ჩვევაში გადამივა.

თითქოს, რა არის ამაში ძნელი? გაიხსენე ყველა ჯერზე ბრელოკი და უსიამოვნო არ შეამჩნიო.

მაგრამ, არც ისე იოლია ტვინს რეაქციის მოდელი შეაცვლევინო. რატომ? აი, ძალზედ საინტერესო ინფორმაცია:

ადამიანის ტვინს მართავენ ჰორმონები. ისინი სხვადასხვა ხანგრძლივობის  გავლენას ახდენენ ჩვენს საქციელსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

  1. დოფამინი
  2. ოქსიტოცინი
  3. სეროტონინი
  4. ენდორფინი
  5. კორტიზოლი

არსებობს მაკლინის ტვინის მოდელი, რომელსაც სამერთიანი ეწოდება.

ამ თეორიის თანახმად ჩვენს ტვინში არსებობს:

  • Human ანუ ადამიანური ტვინი  ( ნეოკორტექსი)
  • Mammal ან ემოციური/ლიმბიური ტვინი
  • Reptile რეპტილიის, ანუ ყველაზე ძველი ტვინი (გადარჩენის ინსტინქტი)

გადაწყვეტილებების 95% იღებს რეპტილიის და ლიმბიური ტვინი .

შენ გინდა შეიცვალო, ძალიან კარგად აცნობიერებ ამ სურვილს, მაგრამ რაღაც შენ შიგნით შენი სურვილის საპირისპიროდ გიბიძგებს.

იმიტომ რომ ტვინი… ასეა  მოწყობილი, რომ გიცავს ცვლილებებისგან. იმიტომ რომ ცვლილებას, როგორც საფრთხეს, ისე აღიქვამს. რაც უფრო მეტია გამოცდილება, მით მეტია ტვინის წინააღმდეგობა. ალბათ დაკვირვებიხართ, რის მიმართაც არ გაქვთ გამოცდილება, იმას იოლად ღებულობთ, როგორც შესაძლებელს და მიღწევადს.

ახლა დავუბრუნდეთ ჰორმონებს. რა მოვლენები იწვევენ ამა თუ იმ ჰორმონის გამომუშავებას და როგორია მათი ზემოქმედების ხანგრძლივობა?

  1. დოპამინის ტრიგერია – როცა ველით რაღაც უცნობს ან სასიამოვნოს, ყველა შემთხვევაში, პოზიტიურს. მოქმედების ხანგრძლივობა – 2 წუთი.
  2. ოქსიტოცინის ტრიგერი – დაცულობა, ერთიანობა, სიყვარული, ბავშვის დაბადება. მოქმედების ხანგრძლივობა – 6 წუთი.
  3. სეროტონინის ტრიგერი – გამარჯვება, წარმატება, სტატუსის ამაღლება. ზემოქმედების დრო – 24 საათი.
  4. ენდორფინის ტრიგერი – 4 საათის განმავლობაში გრძელდება სიამოვნება იმის გამო, რომ არსებობ. მაგალითები: გტკიოდა და მერე ტკივილმა გაგიარა. გულითადი სიცილი, ცრემლები. ფიზიკური სიამოვნება, მაგალითად, მასაჟი. ხმამაღალი მუსიკა, რითმი. სასიამოვნო მოგონება. (ამიტომ გვიყვარს სასიამოვნო მომენტების გახსენება და მოყოლა).
  5. კორტიზოლის ტრიგერი – დედისა და შვილის დაშორება. მეუღლის ღალატი. სოციალური სტატუსის დაკარგვა სამსახურიდან დათხოვნის მერე. სოციალური იზოლაცია. როცა მოგატყუეს. გადატანილი დანაკარგის, ზიანის შეგრძნება. შიში…. და რამდენი ხანი გრძელდება ამ ჰორმონის ზემოქმედება? 3 წელიწადი!!!

აი, ამაშია საქმე. ეს არის ის შინაგანი ხმა, რომელიც გეწინააღმდეგება შეიცვალო.

ტვინი სწავლობს კარსაც და ცუდსაც. 21 დღე თუ შეძლებ გადალახო შინაგანი წინააღმდეგობა, მაინს ახალ ჩვევას გამოიმუშავებ. და სინამდვილეში ეს დიდი წარმატებაა.

 

 

(Visited 1,029 times, 1 visits today)