როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე?

მიუხედევად იმისა, რომ სახარებაში არ არის მინიშნება, როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე, საუკუნეების მანძილზე მას გამოსახავდნენ, როგორც ღია ფერის კანის მქონეს. თუმცა მკვლევარების ვარაუდით, მაცხოვარს

შესაძლოა, სხვა იუდეველებივით, მუქი ფერის კანის ჰქონოდა.

earliest-jesus-660

იესო ქრისტეს ყველაზე ძველი შემორჩენილი ფრესკა.  ეს ფრესკა თარიღდება 225 წლით. იგი მდებარეობს სირიის ქალაქ დურა ეუროპოს სინაგოგაში. იგი გამოსახავს ქრისტეს, რომელიც კურნავს პარალიზებულებს. ის აქ ძალიან ახალგაზრდაა, არ ატარებს წვერს, აცვია მოკლე ტუნიკა და აქვს ხვეული თმა.

bearded-jesus-660

4 საუკუნე Catacombs of Marcellinus and Peter წვეროსანი და გრძელთმიანი იესო ქრისტეს გამოსახულებები 4 საუკუნეში გაჩნდა.

jesus-shepherd-660

5 საუკუნე Mausoleum of Galla Placidia. ეს არის იესო ქრისტეს პირველი გამოსახულება ნიმბით. მას აქაც არ აქვს წვერი, აცვია სამეფო ფერები იასამნისფერი და ოქროსფერი. აქ იგი გამოიყურება, როგორც იმ ეპოქის რომაელი.

jesus-apostles-660

იესო ქრისტეს უძველესი გამოსახულება მოწაფეებთან ერთად catacombs of St. Tecla near St. Paul’s Basilica in Rome.

ეს ფრესკა 2011 წელს აღმოაჩინეს. აქ გამოსახულია იესო ქრისტე და  მისი 12 მოციქული. Reuters იუწყება, რომ  ამ ფრესკაზე მოციქული პეტრე გამოსხულია, როგორც ნაოჭებიანი, მოგრძო შუბლით და წვეტიანი წვერით. ეს არის ადრეული სტანდარტი იმისა, როგორც შემდგომში გამოსახავდნენ მაცხოვარს და მოციქულებს.

baby-jesus-660

სოფიოს ტაძარი კონსტანტინოპოლში, 6 საუკუნე. ახალშობილ მაცხოვარს ღვთიშობელთან ერთად 4 საუკუნის ბოლოდან გამოსახავდნენ.

jesus-crucifixion-660

The Rabbula Gospel, 6 საუკუნის ილუსტრირებული ბიბლია. 6 საუკუნიდან მოყოლებული, მხატვრებმა დაიწყეს ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებების დახატვა.

jesus-shroud-660

ტურინის სუდარა

ბევრს დავობენ, არის ტურინის სუდარა ნამდვილი თუ არა, თუმცა ბევრი ქრისტიანისთვის მაცხოვრის ეს გამოსახულება ძალიან ახლოსაა იმასთან, როგორადაც წარმოიდგენ, რომ იესო ქრისტე უნდა ყოფილიყო.

jesus-pieta-660

მიქელანჯელოს პიეტა

ადრეული ხანის თეოლოგები ბევრს დავობდნენ, თუ როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე. ერთი მიიჩნევდნენ, რომ მას არაფრით გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ სხვანი, მათ შორის, წმინდა ავგუსტინე, მიიჩნევდა, რომ მაცხოვარი მხოლოდ ლამაზი შეიძლება ყოფილიყო.

 

(Visited 2,239 times, 1 visits today)