სამყაროს საიდუმლოებები – ქვის კასრების მდელოები ლაოსში

სამყაროში ბევრი გასაოცარი ადგილია, მაგრამ – კასრების მდელო ლაოსში წარმოსახვას სცდება. რატომ? იმიტომ, რომ ვარაუდიც კი ძნელია, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა ამ გრანიტისგან გამოკვეთილ უზარმაზარ კასრებს.

ლაოსის პროვინცია Сиангкхуанг –ში უხსოვარი დროიდან ათასობით… ათასობით (!) ქვისგან გამოკვეთილი კასრი დგას

კასრების ზომა – ნახევარიდან სამ მეტრამდეა.

მათი წონა 3700 კილოს აღწევს.

ზოგი მიიჩნევს, რომ ისინი 2000 წლისაა, სხვები კი მათ უძველეს მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას უკავშირებენ.

რა დანიშნულება ჰქონდათ ამ გიგანტურ კასრებს?

ზოგი მიიჩნევს, რომ მათში წყალს ინახავდნენ, ზოგი კი თვლის, რომ ეს სამარხები იყო.

კასრების დამზადებას უცნობ ცივილიზაციას მიაწერენ.

ლაოსური ლეგენდების თანახმად, ამ ველზე გოლიათები ცხოვრობდნენ.

ლაოსში 60–მდე ასეთი კასრების მდელო არსებობს.

ასეთივე მდელოებია ტაილანდსა და ჩრდილოეთ ინდოეთში.

კასრები ერთი ზოლის გასწვრივ არის ჩამწკრივებული, ასე რომ ვარაუდობენ, რომ აქ ოდესღაც სავაჭრო გზა გადიოდა. კასრებს ასევე ქვის ხუფებიც აქვს.

სამწუხაროდ, ე.წ. “საიდუმლო ომის” დროს აშშ–მ აქ ბევრი ნაღმი ჩამოაგდო,

 

მათი ნაწილი არ აფეთქდა და ამის გამო რეგიონის დიდი ნაწილი დახურული ზონაა, რადგან საშიშია აქ გადაადგილება.

https://www.youtube.com/watch?v=oU5n_kVjYPY

(Visited 809 times, 1 visits today)