სასარგებლო ლექსიკონი – ვინ არის ჯენტლმენი?

ჯენტმენის (gentleman)  – მცნება ჩამოყალიბდა ინგლისში, 19 საუკუნეში, დედოფალი ვიქტორიას მმართველობის ხანაში.

ჯენტლმენს უწოდებდნენ მამაკაცს, რომელსაც უზადო მანერები ჰქონდა და გალანტური იყო ქალების მიმართ.

იგი არასგზით არ შეიძლება ყოფილიყო უხეში და საზოგადოებაში უნდა დაეცვა ეტიკეტი.

როგორ წარმოიშვა ტერმინი ჯენტლმენი?

შუა საუკუნეების ინგლისში ჯენტლმენებს უწოდებდნენ იმ არისტოკრატებს, ვისაც ტიტულები არ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, აზნაურებს. მათ ინგლისში – ჯენტლის უწოდებდნენ. ესენი იყვნენ რაინდები და ფეოდალების უმცროსი ვაჟები (ლორდის და ა.შ. ტიტულები მხოლოდ უფროს შვილზე გადადიოდა. ასეა ახლაც).

სიტყვის წარმომავლობა

ჯენტლმენი მოდის ფრანგული სიტყვიდან gentil, რაც  კეთილშობილს ნიშნავს.

ეს ნიშნავს მამაკაცს, ვისაც კარგი განათლება აქვს და კარგი ოჯახის შვილია.

ვინ იყო 19–ე საუკუნეში ჯენტლმენი?

ის, ვისაც შემოსავალი ჰქონდა საკუთარი ქონებიდან ან მემკვიდრეობიდან და, როგორც მატერიალურად უზრუნველყოფილ კაცს, არ სჭირდებოდა ემუშავა.

 

 

 

 

20 საუკუნეში

ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და იქცა ზრდილობიანი მიმართვის ფორმად – Lady and Gentleman.

საინტერესო:

შუა საუკუნეებში ინგლისში უბრალო წარმოშობის ადამიანს მიმართავდნენ – good man, ანუ კეთილო ადამიანო.

აშშ–ს ერთიან სამხედრო წესდებაში ჯენტლემენი იხმარება შემდეგი ფორმულირების სახით: “მოიქცე, როგორც შეეფერება ოფიცერსა და ჯენტლმენს”.

 

 

(Visited 1,958 times, 1 visits today)