ფსიქოსომატიკა – რა კავშირია ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და სხვადასხვა ორგანოს დაავადებებს შორის?

თემა აზრდა სხვადასხვაობას გამოიწვევს მკითხველში, რადგან რთულია თითოეული ფიზიკური ჩივილი და დაავადება დავუკავშიროთ მაინცდამაინც ფსიქოლოგიურ პრობლემას.

სამედიცინო თვალსაზრისით, თითოეულ დაავადებას, ფიზიკურ ჩივილს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზი, ხოლო ფსიქოლოგები საუბრობენ და განიხილავენ დაავადებებს, რომელსაც კლინიკური საფუძვლები არ გააჩნია. მაგ.: თუ მე დავვარდი და მოვიტეხე ხელი, შეიძლება ეს ჩემი მოტეხილობა არანაირად არ უკავშირდებოდეს ჩემს ფსიქოლოგიურ პრობლემას, თუმცა იგივე ხელის მოტესვას თუ შევეხებით მოხუცებში, დადგენილია, რომ მოხუცებულობის ჟამს ჯერ ტყდება ძვალი, ხოლო შემდეგ ვარდება ადამიანი. შესაბამისად, შესაძლოა გარკვეულ ვითარებას წინ უძღვოდეს ფსიოლოგიური ფონი, რომელმაც განაპირობოს ამა თუ იმ მოვლენის გამოწვევა.

თანამედროვე ადამიანს უჭირს საკუთარ რეალურ, ნამდვილ სურვილებთან და მოთხოვნილებებთან მიახლოვება. იგი სხვა საკითხებით არის დაკავებული (როგორ იშოვოს ფული; რას ითხოვენ მისგან სამსახურში, ოჯახში; და ა.შ.) და ავიწყდება საკუთარ თავს მიაქციოს ყურადღება. თუმცა ადამიანის სხეული საკმაოდ მგრძნობიარე და მეტყველია, ამიტომ ზოგჯერ გვაძლევს ნიშანს. არჩევანი კი ჩვენზეა, ამ ნიშნებს მივაქცევთ ყურადღებას, თუ არა.

თითოეული ორგანო საკუთარ ფუნქციბზე აგებს პასუხს, შესაბამისად, მისი ტკივილი პირდაპირ კავშირშია  ამ კონკრეტული ორგანოს ფუნქციებთან. და ყურადღების მიქცევის დროს სასურველია დავიწყოთ გამოკვლევა, თუ რის გამო, რა დროს, რა სიხშირით შეიძლება ესა თუ ის შეგრძნებები გვაწუხებდეს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

კანი

ადამიანის შინაგან სამყაროსა და ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს შორის მაკავშირებელი არის კანი, რითაც ჩვენ ვკონტაქტობთ, უშუალო შეხებაში ვართ გარე სამყაროსთან. შესაბამისად, პირველ რეაქციებს გვაძლევს კანის ზედაპირი.ქართულ მეტყველებაში გვაქვს გამონათქვამი „სქელკანიანი“, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის დაზიანება სიტყვი, ქცევით, მისი წყენა რთულია. ადამიანი, რომელსაც აქვს მგრძნობიარე კანი, ადვილად უღიზიანდება, ჩნდება გამონაყარი, ან ულურჯდება, ესეთი ადამიანი საკმაოდ მგრძნობიარეა.

 

კანზე არსებული სიმპტომები, ვიზუალური თვალსაზრისით, ყველაზე შესამჩნევია. ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობთ მათ დამალვას და მოცილებას. თუმცა კანით შესაძლებელია ჩვენი შინაგანი „ტემპერატურის“, მდგომარეობის განსაზღვრა.

კანთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა კავშირში იყოს შემდეგ დამოკიდებულებებთან და ემოციებთან: გამოუხატავი პროტესტი, დათრგუნული აგრესია, შიში, მიუღებლობა (ადამიანის ან მოვლენის), საკუთარი პოზიციისა და აზრის დათრგუნვა და სხვ.

კანზე ასევე აისახება სხვადასხვა შეგრძნებები, როგორიცაა თვალის „თამაში“, თითქოს „ჭიანჭველა დადის“, კონკრეტული ადგილების გაციება ან სიმხურვალე. მსგავსი სიმპტომები ნერვული სისტემის გადაღლისგან არის გამოწვეული. ჩვენს ნერვულ სისტემას შეუძლია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში იყოს დაძაბული, ხოლო შემდეგ აუცილებელია მისი დასვენება. მაშინ, როდესაც ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება დაძაბულ, გადატვირთულ მდგომარეობაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ გვაძლევს ნიშანს, რომ საჭიროა მისი დასვენება.

საკითხი, თუ როგორ შეიძლება ნერვული სისტემის დასვენება, ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, თუმცა შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ სტრესულ გარემოში მუშაობა ურჩევენ ხშირად გავიდნენ ქალაქგარეთ, ეკონტაქტონ ცხოველება, დღის ბოლოს მიიღონ შხაპი, ჩაეხუტონ მათთვის საყვარელ ადამიანებს, ჩაწვნენ ზღვის მარილიან აბაზანაში და ა.შ. ჩამოთვლილთაგან თითოეული თავის თავში მოიცავს ბუნებრივ დამამშვიდებელს. ასევე ენერგიის გამცვლელ საშუალებას.

სასუნთქი გზები

სასუნთ გზებთან დაკავშირებული ჩივილები კავშირშია თვითრეალიზაციასთან. ჰაერის უკმარისობა, ასთმა, ფილტვებთან, ბრონხებთან დაკავშირებული ჩივილები.

მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი აზრის გამოთქმას, გამოხატვას, დაფიქსირებას, დაცვას. მას ეწყება შემდეგი სახის სიმპტომები: ნერვიულობის დროს თითქოს ბურთი ეჩხირება ყელში, უჭირს სუნთქვა, ეწყება ხველა. ეტაპობრივად ჩივილებმა შესაძლოა შეიძინონ კლინიკური სახე.

აღნიშნული ჩივილების უკან დგას შემდეგი დამოკიდებულებები და ემოციები: შიში (განსჯის, შეფასების, ადამიანის წყენის და/ან დაზიანების და სხვ.),  დათრგუნული ბრაზი, დაბალი თვითშეფასება, უიმედობა და ასხვ.

ჩივილებთან გამკლავება: ფსიქოთერაპევტის დახმარებით ადამიანი ეძებს თვითრეალიზაციის ისეთ გზას, რომლის დროსაც არ დაზიანდება არც ტავად და არც სხვა ადამიანი. საბოლოოდ კი ხდება ისე, რომ კლიენტი სწავლობს საკუთრი აზრის ისე გამოხატვას, რომ დააფიქსიროს პოზიცია, ამით არ მიაყენოს ზიანი სხვას და მიღწეული იქნას გარკვეული კონსესუსი.

ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და შევეხოთ უამრავ დაავადებას (ამ საკითხთან დაკავშირებით, მკითხველს შეუძლია გაეცნოს წიგნს, –„Возлюби болезнь свою“ Синелников), თუმცა ამჯერად გადავიდეთ მიზეზებზე.

გამომწვევი მიზეზები

თითოეული დაავადებისა და ჩივილის უკან დგას თითქმის ერთი და იგივე გრძნობა, ემოცია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, განპირობებული. ეს ემოციებია: შიში, აგრესია, შფოთვა, წყენა, განსჯა, ეჭვი, უიმედობა და სხვ. ხშირად გვიჭირს ამ მდგომარეობებს ადგილი მოვუძებნოთ, პირველ რიგში მივიღოთ ისინი, შემდეგ ჯანსარად გამოვხატოთ. ამის გამო თითქოს უცხო სხეულებივით არისნ ჩვენში და ადგილს ვეღარ პოულობენ.

როგორ მივიღოთ ჩვენი ემოციები, დამოკიდებულებები?

თუ საკუთარ თავს შევხედავთ, როგორც კოსმოსის ნაწილ, ერთ სრულყოფილ ნაწილაკს, რომელსაც არაფერი აქვს ზედმეტი, და/ან არაფერი აკლია, მაშინ ადვილად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ თითოეული ჩვენი რეაქცია ბუნებრივი და ჯანსაღია. თუმცა საჭიროა მას სწორი მიმართულება მივცეთ.

ბიბლიის მიხედვით ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ბიბლიაში ღმერთი განიხილება, როგორც ყველაზე და ყველაფერზე სრულყოფილ, ძლიერ და მამოძრავებელ ძალად. შესაბამისად, ადამიანს აქვს ყველა ის უნარი და რესურსი, რაც სრულყოფილებას სჭირდება. თუ მე რაღაცაზე ვბრაზდები და არ შემიძლია მივიღო ჩემში ეს სიბრაზე, გამოდის, რომ მე უარს ვამბობ სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე. საკითხის მეორე მხარეა, თუ როგორ გამოვხატავ საკუთარ ბრაზს. თორემ, როგორც ასეთი, საკუთარ თავს ავუკრძალო გაბრაზება, ეს უკვე საკუთარი რესურსის იგნორირება და მიუღებლობაა.

ასეა სხვა მიზეზებიც. სპეციალისტის დახმარებით ადამიანი სწავლობს საკუთარ რესურსს, სწავლობს მის გამოყენებას, გამოყენების გზებს და პიროვნულად იზრდება. ასევე სწავლობს საკუთარ სხეულზე დაკვირვებას დამისი მეტყველების მოსმენას, რასაც ფსიქოსომატიკა ეწოდება.

                                                           ავტორი ფსიქოლოგი, ფსიქოტერაპევტი

                                                                                            ანასტასია მარღანია

 

 

(Visited 1,738 times, 1 visits today)