ხდება ხოლმე ისე, რომ ჯანმრთელი ადამიანი უცებ თავს ძალაგამოცლილად გრძნობს. კარგავს მოტივაციას და აღარაფრის თავი აღარ აქვს. როგორც წესი, ეს ცხოვრებისეული ენერგიის დაკარგვა კი არა, მისი ბლოკირებაა.
თუ მანქანის ბაკში ხარისხიანი ბენზინის ნაცვლად სხვა რამ ჩაასხეს, მანქანა ვეღარ ივლის. თუ საბურავი გახვრეტილია – იგივე მოხდება. ბლოკი – არის ძლიერი წინაღობა ცხოვრებისეული ენერგიის გზაზე.
ფსიქოლოგიურმა ბლოკმა შეიძლება იმუშავოს, თუ არის ნეგატიური ემოციური ბმა წინა უსიამოვნო გამოცდილებასთან, შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი პროტესტული რეაქცია, სამაგიერო “უსამართლო ცხოვრებას” ან… ყურადღების მიპყრობის გზა.
ფსიქოლოგიური ბლოკი მრავალი ცხოვრებისეული პროცესის წინაღობა შეიძლება იყოს. ენერგეტიკის გარდა, შეიძლება იყოს სურვილების ბლოკი (უცებ – აღარაფერი გინდა) ბედნიერების ბლოკი ( უცებ ბედნიერების შეგრძნება გაქრა) სიყვარულის ბლოკი ( “სამაგიეროს გადახდის” მიზნით ადამიანი სიყვარულს ბლოკავს).
რა არის ფსიქოლოგიური ბლოკი? როგორ აღმოვაჩინოთ იგი ჩვენს თავში? როგორ გადავლახოთ?
საუბარი ფსიქოკოგ თინი ბასილაიასთან.