შუმერები სამხრეთ ამერიკაში? Fuente Magna-ს საიდუმლო

Fuente Magna –  არის ის, რაც ოფიციალური ისტორიის თანახმად, არ შეიძლება არსებობდეს.  ეს თასი ბოლივიაში, ტბა ტიტიკაკას მახლობლად, პუმაპუნკუში აღმოაჩინეს. მასზე ორენოვანი წარწერაა ამოტვიფრული, რის გამოც ფუენტე მაგნას ამერიკულ როზეტის ქვასაც უწოდებენ (როზეტის ქვაზე ძველბერძნული და ძველეგვიპტური წარწერაა, რის წყალობითაც შამპოლიონმა (Jean-Francois Champollion)  ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფრვა შეძლო).

მაგრამ, ეგვიპტეში ნაპოვნი როზეტის ქვისგან განსხვავებით, ბოლივიაში ნაპოვნი ფუენტე მაგნას ორენოვანი წარწერიდან ერთ-ერთი – ძველშუმერულია! ეს წარწერა გაშიფრეს. იგი მესოპოთამიური ღვთაების შესახებ მოგვითხრობს.

ნახევარი საუკუნე  ფუენტე მაგნა ფალსიფიკაციად მიაჩნდათ. სიტუაცია 2000 წელს შეიცვალა.

ფუენტე მაგნას ისტორია

bolivia-puma-punku-8

ფუენტე მაგნა – (ესპანურად დიდებული თასი), დიდი კერამიკული ჭურჭელია, 1 მეტრამდე დიამეტრის, რომელზედაც არის ნახატები ზოოლოგიური მოტივებითა და ანტროპომორფული ფიგურებით. და – ორენოვანი წარწერა, ერთი – ძველშუმერულად, მეორე – უცნობ ენაზე.

თასი 20 საუკუნის 50-იან წლებში პუმაპუნკუს მიდამოებში იპოვა ადგილობრივმა გლეხმა, სახელად მაქსიმილიანომ. მან თასს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და რადგან დიდი და მოსახერხებელი იყო, ღორებს აჭმევდა მასზე.

1960 წელს ბოლოვიელმა არქეოლოგმა მაქს პორტუგალ ზამორამ (Max Portugal Zamora) გამოისყიდა თასი და ფუენტე მაგნა უწოდა. თასი ლა-პასის მუზეუმს გადაეცა, სადაც მიიჩნიეს, რომ იგი ფალსიფიკაცია იყო.

2000 წელს ორმა ბოლივიელმა მკვლევარმა Bernardo Biadуs Yacovazzo და Freddy Arce პირველად გამოთქვეს მოსაზრება, რომ წარწერათაგან ერთ-ერთი – შუმერული უნდა ყოფილიყო. მათ მიმართეს ლინგვისტს Clyde A. Winters თხოვნით, ეცადა, გაეშიფრა წარწერა. … და ეს არის, ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი მომენტი… მან შეძლო ტექსტის წაკითხვა!

რა წერია ფუენტე მაგნაზე?

images

ტექსტი მოგვითხრობს შუმერული ქალი ღვთაების ნი-აშის (ნამუ ან ნიას) შესახებ, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა. ბარელიეფი ბაყაყის გამოსახულებით (ნაყოფიერების სიმბოლო), მეცნიერთა ვარაუდით, ქალღმერთს უნდა გამოსახავდეს.

ზოგჯერ მკვლევარებს გასაოცრად სწყალობთ ბედი… სწორედ მაშინ, როდესაც ფუენტე მაგნას შუმერული წარწერა გაშიფრეს, თასის აუთენტურობაში კი ეჭვი კვლავ ეპარებოდათ… არქეოლოგებმა იპოვეს სხვა არტეფაქტი, ეგრეთ წოდებული პოკოთიას მონილითი (Monolito de Pokotia) . ამ ორმეტრიან ქანდაკებაზე, რომლიც აუთენტურობაშიც ეჭვი არავის შეუტანია… ასევე აღმოაჩინეს წარწერები. და ეს წარწერებიც ძველშუმერულადაა შესრულებული! Clyde A. Winters ეს წარწერებიც გაშიფრა.

ფუენტე მაგნას შუმერული ტექსტის თარგმანი:

“მისი მომავალთან მიახლოება დიდებული ნიას მფარველობითაა მხარდაჭერილი. (დიდებული ნია) იძლევა სისპეტაკეს, იძლევა სიხარულს, იძლევა ღვთისმოსაობას.

გამოიყენე ეს თილისმა (ფუენტე მაგნა), რათა ტაძარში წინასწარმეტყველებისას საუკეთესო რჩევა მიიღო “.

დაგაინტერესათ სტატიამ? დაგვიჭირეთ მხარი, მოიწონეთ ჩვენი Facebook გვერდი.

მადლიერი Holly Fingers.

შეიძლება დაგაინტერესოთ:

დედამიწაზე ერთხელ უკვე მოხდა ატომური ომი? პუმაპუნკუ. წარღვნამდელი ცივილიზაციების კვალდაკვალ

(Visited 2,287 times, 1 visits today)