იაპონურ კუნძულ იონაგუნის წყლებში იმალება ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო არტეფაქტი დედამიწაზე. 12–16 ათასი წლის წინ ეს ნაგებობა თუ კარიერი, რომელსაც მაღალტექნოლოგიური დამუშავების კვალი ამჩნევია, ხმელეთი იყო. ამის მტკიცებულებაა
აქვე არსებულ გამოქვაბულში სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების არსებობა.

როგორც ცნობილია, სტალაქტიტები და სტალაგმიტები მხოლოდ ხმელეთზე შეიძლება წარმოიქმნას.

გეოლოგებიც ადასტურებენ, რომ დაახლოებით 12–16 ათასი წლის წინ მოხდა ამ რეგიონში ბუნებრივი კატაკლიზმი, რამაც ზღვის დონის აწევა გამოიწვია.

ეს ადგილი შემორჩა იმ გარემოების გამო, რომ აქ ძალიან ძლიერი წყალქვეშა დინებაა და ამის გამო მოლუსკებმა და მარჯნებმა ვერ შესძლეს დაეფარათ ეს ადგილი.

ის, რომ ეს კარიერი თუ ნაგებობა ადამიანის ხელითაა დამუშავებული და არა ბუნების წარმონაქმნი, ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მსგავსი სწორი ფორმები არასდროს და არსად უნახავთ წყლის ქვეშ.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს ძალიან დამაინტრიგებელი და დასაფიქრებელი ადგილი, ანდრეი მაკარევიჩის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც თავად ჩავიდა არტეფაქტთან და ეს არაჩვეულებრივად საინტყერესო მასალა გადაიღო.

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არ ჩქარობს იაპონია შეისწავლოს ეს ადგილი.