ნან–მადოლი, უნიკალური მეგალითური ნაგებობა, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის არქიპელაგზე. ლეგენდების თანახმად, იგი ააგეს ჯადოქრებმა, რომლებსაც შეეძლოთ გრანიტის ბლოკები უწონო გაეხადათ.

ნან–მადოლში მართლაც არის ადგილი, სადაც კომპასი უკუღმა იწყებს ბრუნვას…

გრანიტის მრავალტონიანი ბლოკები კუნძულის ერთი ბოლოდან მეორეში რაღაც ძალამ გადმოიტანა და ააგო ეს ქალაქი, რომელიც, ვენეციასავით, წყალზე მდებარეობს.

პრეისტორიული ქალაქი ნან–მადოლი წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის არქიპელაგზე მდებარეობს.

ქალაქის ფართობი – 79 ჰექტარია.

იგი პატარა კუნძულებზეა განლაგებული და ხელოვნური არხებითაა დაკავშირებული.

ევროპელებმა კუნძული 1529 წელს აღმოაჩინეს და მას კაროლინის კუნძულები უწოდეს.

ქალაქის ნაწილი წყალქვეშ მდებარეობს.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ძმებმა ღმერთებმა მთის მწვერვალიდან დაინახეს ულამაზესი წყალქვეშა ქალაქი და მისი ასლი ააგეს ხმელეთზე. ეს ქალაქია ნან–მადოლი.

ამერიკელმა არქეოლოგებმა აქ გათხარეს სამი გიგანტური ჩონჩხი.