კაცმა გზაზე 75 კილოიანი ტომარა… დოლარები იპოვა!!!

და რა ქნა?! პოლიციაში დარეკა და ჩააბარა! გგონიათ, ეს ზღაპარია? არა, ეს სიმართლეა! ეს  რამდენიმე დღის წინ მოხდა!

აშშ, სოლტ ლაიკ სითიში… კაცი, სახელად დენ კენედი, სამშაბათს თავისი მანქანით მიდიოდა ტრასაზე, როდესაც სავალ ნაწილზე ტომარა დაინახა. იფიქრა, რომ ეს ტომარა მოძრაობას უშლიდა ხელს, ალბათ, რაიმე ნაგავიაო და გადმოვიდა, რათა ტომარა გზიდან გადაეგდო. მაგრამ ძლივს დაძრა ადგილიდან. იმიტომ, რომ ტომარა 75 კილოს იწონა. ჩაიხედა შიგ, რა აგურებია ამისთანაო და შეკვრა-შეკვრა დოლარები იპოვა!!!

რა ქნა მერე? ჩაიდო ტომარა მანქანაში, წავიდა სამსახურში და პოლიციას დაურეკა ასე და ასეო!

25557111

ტომარაში კი… 50 და 100 დოლარიანებით, რამდენიმე ასეული მილიონია!

ტომარის დამკარგველებიც მოიძებნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა კენედი გასამრჯელოს.

ნახეთ ეს ვიდეო! კაცი ბოლოში ამბობს: “აბა თქვენ ჩემს ადგილას რას იზამდითო? თქვენც ხომ დააბრუნებდითო?”

რა გითხრა, ჩემო დენ… თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრასაზე ბევრგან დგას კამერები… და ალბათ, დაფიქსირდა ტომარის დაგდების და მისი პოვნის ფაქტიც…ალბათ, კი, დავაბრუნებდით. 🙂

http://www.ksl.com/?nid=960&sid=34074248

ამ ლონკზე ნახეთ, როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც ნაპოვნ მილიონებს უკან აბრუნებს. მერე დამამშვიდებელი დალიეთ. მაინც ყველაფერი წარმავალია.

(Visited 1,122 times, 1 visits today)