შავცხვირა ცხვრები შვეიცარიის ვალეს რეგიონიდან არიან. ეს ძველი ჯიშია და ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. არცაა გასაკვირი!
შავცხვირა ცხვრები 100 კილომდე იწონიან და წელოწადში 4 კილო მატყლს იძლევიან.
მათ შესახებ პირველი ცნობები 1400 წელს გაჩნდა.
მაგრამ ოფიციალურად, როგორც ცალკე ჯიში, 1962 წელს იქნა აღიარებული.
როგორც ვიდეოდან ჩანს, სილამაზის გარდა, შავცხვირა ცხვრები ძალიან კონტაქტურებიც არიან და მთაში შემთხვევით შეხვედრილ ტურისტებს ეფერებიან 🙂
(Visited 760 times, 1 visits today)


