ისლამი და ქალწული მარიამი, რას ამბობს ყურანი ღვთისმშობელზე?

ქალწული მარიამი, რომელსაც ისლამში მოიხსენიებენ, როგორც მარიამ ბინტ იმრან – ყველაზე პატივცემული ქალია ყურანში. მისი სახელი ერთდაერთი ქალის სახელია, მოხსენიებული ყურანში. მაგრამ მის ყურანისეულ ისტორიას ცოტა რამ აქვს საერთო სახარებისეულთან.

ყურანში ევას სახელიც კი არაა ნახსენები.

მარიამი ყურანის მთავარი ქალი პერსონაჟია. აი რა წერია მასზე (სურა 3:42) “ო, მარიამ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა აგირჩია შენ, განგწმინდა და სამყაროს ყველა ქალთა ზედა აგღამაღლა, ჰოი, მარიამ, იყავ მორჩილი, განერთხე და თაყვანი ეცი უფალს იმათთან ერთად, ვინც თაყვანს სცემს მას”.

მარიამი ყუნანში 33–ჯერაა მოხსენიებული. უფრო მეტადაც კი, ვიდრე წინასწარმეტყველი ისას (ასე მოიხსენიებს ყურანი იესო ქრისტეს).

პირადად მარიამს ეძღვნება მე–19–ე სურა.

მარიამის ყურანისეული ისტორია ძალიან განსხვავდება სახარებისეულისგან. (ამ ისტორიას რომ წაიკითხავ, საერთოდ დაფიქრდები, თუ შეიძლება რაიმე ნაწერს ენდო. ალბათ, ვისაც რასაც უნდა, იმას წერდა და წერს და მხოლოდ იდეოლოგიაა მთავარი).

რას გვიყვება ყურამი ქალწულ მარიამზე?

მისი მშობლები ელოდებოდნენ ბიჭს, მაგრამ გოგო გაუჩნდათ. როდესაც დედამისმა ხანამ (ანამ) გააჩინა მარიამი, თქვა : ო, ალლაჰ, მე გოგო გავაჩინე. მაგრამ, ბიჭი ხომ გოგოს არ ჰგავს. მე მას მარიამი დავარქვი (სურა 3:36) ბავშვოდაში მისი მასწავლებელი იყო წინაწარმეტყველი ზაქარია, რადგან სხვას არავის უნდოდა მისი სწავლება.

აქედან იწყება ყველაზე საინტერესო:

მარიამმა იცხოვრა ქალაქ ბეიტალმუკადასში 23 წელი, სადაც იგი იყო შაკირდის (მოწაფის) სტატუსში, თუმცა ამის უფლება ჰქონდათ მხოლოდ ვაჟებს. შემდეგ, მან ღმერთის განგებულებით შვა წინასწარმეტყველი ისა და სირიაში გადასახლდა. და გამოქვაბულ ტიბანში დაიწყო ცხოვრება.

რადგან მარიამი გაუთხოვარი იყო, ხალხი მას გარყვნილებაში ადანაშაულებდა და ამის გამო მას ბევრი განსაცდელი შეხვდა. მასსა და უფალს შორის შუამავალი მთავარანგელოზი ჯიბრაილი (გაბრიელი) იყო.

 

 

 

(Visited 5,419 times, 2 visits today)