ბარაბარი, მეგალითური ნაგებობა, გრანიტის კლდეში გამოჭრილი დარბაზები, იდეალურად დამუშავებული კედლებით… ეს თანამედროვე ტექნოლოგიებისთვისაც წარმოუდგენლად რთული ამოცანაა.

ბარაბარის გამოქვაბულები ინდოეთის “7 საოცრებათაგან” ერთ–ერთია.

ვინ გამოჭრა გრანიტში ეს ნაგებობა? რა ტექნოლოგიით?

ოფიციალური ვერსიით, ბარაბარის გამოქვაბულებს დიდი იმპერიის ხანას მიაკუთვნებენ,

ინდოეთში ბუდიზმის სახელმწიფო რელიგიად დამფუძვნებლის, აშოკა დიდისა (268-232 ჩვენს წ. ა.–მდე) და მისი შთამომავლის დაშარათხის (232-225 ჩვ.წ–მდე). ეპოქას მიაკუთვნებენ.

…და დავიჯერებდით კიდევაც, რომ არა კლდის მასალა, გრანილი, რომელსაც ვერავითარი პრიმიტიული იარაღებით ასე ვერ დაამუშავებ.

ეს ნაგებობა ჰგავს იდეალურ ბუნკერს.

ბარაბარის გამოქვაბულები ინდურ ქალაქ გაიადან 35 კილომეტრში მდებარეობს.

გრანიტის კლდის სიგრძე 3 კილომეტრია, სწორედ მასშია გამოკვეთილი 4 დარბაზი.

ბარაბარის გამოქვაბულები ინდოეთში ყველაზე ძველ ხელნაკეთ გამოქვაბულადაა მიჩნეული.

საერთოდ, როდესაც უძველეს ნაგებობებზეა საუბარი, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს უძველეს ეპოქებშიც ჰქონდათ ნიჭი და წარმოსახვა,


ამიტომ ბევრი უმშვენიერესი რამ შეეძლოთ შეექმნათ…

მაგრამ, მანქანური ტექნოლოგია ისტორიაში, რომელიც ვიცით, მხოლოდ ჩვენს დროს უკავშირდება,

ამიტომ, რაც მანქანურ ტექნოლოგიებს მოითხოვს, ვერ იქნება მიჩნეული ჩვენთვის ისტორიულად ცნობილ ეპოქებში აგებულად.

1 გამოქვაბულის ზომა – 10.4 მ სიგრძე, 4.3 მ სიმაღლე.

აქ ბერები სახლობდნენ, ამჟამად გამქრალი ფილოსოფიურ–რელიგიური მიმდინარეობის აჯივიკების წარმომადგენლები.

მათი რწმენისა და პრაქტიკების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ისინი, იმ შორეულ ეპოქაში ბუდიზმის კონკურენტები იყვნენ.

მაგრამ ბუდისტმა აშოკამ მაინც სწორედ მათ მისცა ეს გამოქვაბულები.

აქ არავითარი ბარელიეფი ან წარწერაა არაა, საერთოდ, რომ შეხედავ, ბუნკერია, დიდი და კომფორტული.

მეორე დარბაზის ზომა 10 – 5.8 მეტრზე, სიმაღლე 3.6 მეტრი.

კედლებისზედაპირის დამუშავება, როგორც თავადაც ხედავთ, იდეალურია.


მესამე დარბაზის ზომა – 10-11.1 მეტრზე, სიგანე – 5.2 მ. იგი არაა დასრულებული.


ხოლო 4 გამოქვაბული მხოლოდ დაწყებულია, ანუ, არ არის ბოლომდე დამუშავებული.

ეს ნაბიჯები კლდეშია გამოკვეთილი და გამოქვაბულებამდე მივყავართ.


ბარაბარის გამოქვაბულებამდე გზის დასაწყისი.







რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)
გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ –
სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები
გვიპოვეთ Facebook – ზე
