რაც უფრო სასტიკია ტრადიცია, მით უფრო მაღალი მოტივებია მის უკან დეკლარირებული.
თითების დაჭრა

ინდონეზია, დანის ტომი: როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, ქალებს აჭრიდნენ თითის ნაწილს და შემდეგ მოწვავდნენ ამ ადგილს, რომ ნაწიბური გაჩენილიყო.
რატომ?
საიქიოში გარდასულ წინაპართა სულების საამებლად.


ენდოკანიბალიზმი

The Yanomami tribe იანომამის ტომი ამაზონიის წვიმიან ტყეებში ბინადრობს, ვენესუელასა და ბრაზილიას შორის.
როდესაც მათი ტომის წევრი გარდაიცვლება, მას ახვევენ ფოთლებში და 30-45 დღის განმავლობაში ტოვებენ, რათა მწერებმა ჭამონ და ა. შ.
ამის მერე ძვლებს აგროვებენ, რეცხავენ და ბანანის სუპში ხარშავენ, და მერე ყველანი ერთად მიირთმევენ.
შემდეგ… ამოაქვთ სუპიდან ძვლები, 1 წელი ინახავენ, მერე წვავენ და ამ ნაცრისგან მრავალძარღვას სუპს აკეთებენ და მიირთმევენ.
რატომ?
რათა გარდაცვლილის სულმა სამოთხეში გზა გაიკვლიოს.


მკვდრების გასეირნება

ტორაჯას ტომი ინდონეზიაში The Toraja: დროდადრო ამოჰყავთ გარდაცვლილები სამარიდან და შემოატარებენ სოფელს.
რატომ?
გარდაცვლილთა პატივისცემის ნიშნად.


შაჰსეი-ვაჰსეი

ამ თვითგვემით შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ იმამ ჰუსეინის დაღუპვას.

ისტორიული ცნობა:
ალ-ჰუსეინ იბნ ალი ალ-კურაში (არაბ. الحسين بن علي; დ. 8 იანვარი,626, მედინა — გ. 10 ოქტომბერი, 680, ქერბელა) — მესამე შიიტი იმამი, ალის მეორე ვაჟი და მუჰამედის შვილიშვილი.
680 წელს ხალიფა მუავია I-ის სიკვდილის შემდეგ, ჰუსეინი ერაყელი შიიტების დახმარებით მცირე რაზმით მექიდან ქუფაში გაემგზავრა. ხალიფა იაზიდ I-ის ჯარებმა ჰუსეინის რაზმს ქარბალის ახლოს ალყა შემოარტყეს და ჰუსეინი შეტაკების დროს მოკლეს. შიიტები ჰუსეინს წამებულად და მესამე იმამად მიიჩნევენ. მის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით სრულდება სამგლოვიარო წესი შაჰსეი-ვაჰსეი. ქალაქი ქარბალა, სადაც დაკრძალულია ჰუსეინი, შიიტების სალოცავი ადგილია.

ესკიმოსები – სიკვდილი აისბერგზე
ეს ტრადიცია ამჟამად წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ ადრე ფართოდ იყო გავრცელებული ესკიმოსებში: მოხუცებულს, ან თუ სიკვდილის ჟამი მოახლოვდებოდა, სვამდნენ აისბერგზე და ტოვებდნენ. ითვლებოდა, რომ ეს იყო ღირსეული გზა საიქიოში.
