მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალი – ვინ ააგო კაილასას ტაძარი?

კაილასას ტაძარი ინდოეთში, ელორას სატაძრო კომპლექსში მდებარეობს. იგი სრული საოცრებაა, იმიტომ რომ 80 მეტრი სიგრძის, 50 მეტრი სიგანის და 40 მეტრი სიმარლის ტაძარი ერთი მთლიანი ქვისგან, ერთი კლდისგან არის გამოკვეთილი. 

არსებობს კაილასას აგების ოფიციალური ვერსია: მას აშემებდნენ 150 წლის განმავლობაში.

მშენებლობა დაიწყო 756 წელს.

რატომ არის კაილასას ტაძარი უნიკალური?

იმიტომ, რომ ეს არის სამყაროში ერთადერთი ტაძარი, რომელიც აგებულ იქნა ზევიდან ქვევით. ეს არის გრანიტში გამოკვეთილი ნაგებობა, თავიდან ბოლომდე დაფარული ქანდაკებებით.

ამ ტაძარში ყოველი კვადრატული მეტრი დაფარულია ქანდაკებით და ეს ყოველივე ერთი მონოლითური გრანიტის ქვაა.

კაილასას ტაძარი უფალი შივასადმია მიძღვნილი. ეს ინდუისტური ტაძარია.

არქეოლოგების ვარაუდით, მშენებლობისას აქედან გატანილ იქნა 400 000 ტონა გრანიტი.

ტაძრის აგება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი წარმოუდგენლად რთული ამოცანაა.

არათუ აგება, არამედ ტაძრის დანგრევაც კი იმდენად რთული ამოცანა გამოდგა, რომ როდესაც ინდოეთის მუსულმანმა მმართველმა აურანგზებმა 1682 წელს ათასი კაცი დარაზმა ტაძრის დასანგრევად, მას სსურდა მთლიანად მოესპო ტაძარი…

3 წლის ნამძილზე 1000 კაცი ანგრევდა კაილასას და რა მიიღეს შედეგად? მხოლოდ დააზიანეს ზოგიერთი ქანდაკება, ტაძრის დანგრევა კი ვერ შეძლეს.

მაშ, ვინ იყვნენ ის გასაოცარი მშენებლები, ვინც კაილასას აგება შეძლეს?

ელორას კომპლექსში მრავალი კლდეში გამოკვეთილი ტაძარია, მაგრამ არც ერთი არ არის ისეთი მაღალტექნოლოგიური, როგორც კაილასაა.

 

არადა, კაილასა უძველესია მათ შორის. ნუთუ ადამიანებმა გამოცდილების შეძენასთან ერთად დაკარგეს ხელობა და ცოდნა?

კაილასა ერთადერთი ტაძარია ელორაში, რომელიც კოსმოსიდან მოსჩანს.

(Visited 5,430 times, 1 visits today)