ესპანელებმა მაიას ხალხის უძველესი სახელმწიფოს, მუტულის დედაქალაქი გვატემალას ჯუნგლებში 18 საუკუნეში აღმოაჩინეს.

1848 წელს აქ პირველი სამეცნიერო ექსპედიცია ჩავიდა.

ის, რაც მათ აღმოაჩინეს, დღესაც აოცებს ტიკალის მნახველთ.

ტიკალი მაიას ენაზე ნიშნავს “ადგილი, სადაც სულთა ხმები ისმის”.

ასე ამ ადგილს ესპანელების დროს უწოდებდნენ ინდიელები.

ქალაქის გათხრისას კი მისი თავდაპირველი სახელწოდება ამოიკითხეს წარწერაზე. მას იაშ–მუტული ეწოდებოდა, რაც “მწვანე ბმას” ნიშნავს მაიას ენაზე.

ქალაქის ფართობი 60 კვ. კილომეტს შეადგენს. ჯერ–ჯერობით, ქალაქის პატარა ნაწილია გათხრილი და ჯუნგლებისგან გასუფთავებული.

როგორც ირკვევა არქეოლოგიური მასალით, აქ დასახლება ჩვ. წ–ის 6 საუკუნიდან არსებობდა.

ქალაქის აყვავების ხანა ჩვ. წ.–ის 1–11 საუკუნეები იყო. შემდეგ სახელმწიფო დაეცა, მაცხოვრებლებმა ქალაქი მიატოვეს და იგი ჯუნგლებმა შთანთქა.

ქალაქის ცენტრში განლაგებულია ექვსი საფეხურებიანი პირამიდა, რომლის ზედა ნაწილშიც ტაძრებია განთავსებული.

კარგადაა შემონახული წარწერები, და მათი წყალობით ცნობილია ნაგებობების აშენების თარიღები, ასევე მმართველთა სახელები. დიდი პირამიდები აგებულია, ჩვ. წ.–ის 695–დან 810 წლის ჩათვლით.

ყველაზე მაღალი პირამიდის სიმაღლე 72 მეტრია.

კარგადაა შემონახული ხელმწიფეების სასახლეები, მომცრო ზომის სატაძრო ნაგებობები, ციხე და ბურთის სათამაშო სტადიონი, რომელსაც რიტუალური ფუნქცია ჰქონდა.

ტიკალში უამრავი არაჩვეულებრივი არტეფაქტია აღმოჩენილი. მათ შორის ხელმწიფეთა სამარხებში აღმოჩენილი ნეფრიტის ნიღბები.






საინტერესო
მაიას ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, ადამიანთა ცივილიზაცია დაიწყო 12 აგვისტოს 3114 ჩვ.წ–მდე და უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 22 დეკემბერს.
p.s. – ინდიელების თითქმის ყველა გამოსახულება მახინჯი და შემაზარელია. 🙁