მე–13 საუკუნის სასახლის ქვეშ მდებარეობს მისტიური ლაბირინთი, რომლის სიღრმე 16 მეტრია, სიგრძე – 1200 მეტრი. არქეოლოგები თვლიან, რომ პირველყოფილი ადამიანები აქ 350.000 წლის წინ სახლობდნენ…
აღმოჩენილია უძველესი ქვის იარაღები და კლდეზე ნახატები. ეს გამოქვაბულები და ხელნაკეთი კორიდორები იმდენად უნიკალურია, რომ იუნესკომ იგი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა 1987 წელს.

პრეისტორიული ხანის მხატვრობა

ეს სასახლე ლაბირინთის თავზეა აგებული მე–13 საუკუნეში.

გამოქვაბულებს შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ.

შემდეგ კი… დაივიწყეს მისი არსებობის შესახებ.

თავიდან ლაბირინთი 1930–იან წლებში აღმოაჩინეს და შეისწავლეს.

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ვლად დრაკულა ამ ლაბირინთში დაამწყვდია მეფე მატიაშმა.
აქ იჯდა იგი მრავალი წლები და რომ გამოვიდა, იმ სისხლისმსმელ ურჩხულად იქცა, როგორადაც იგი ისტორიაში შევიდა. თითქოს, სადღაც აქაა მისი საძვალე.

ლეგენდები იმასაც მოგვითხრობენ, რომ თურქებმა, რომლებიც დიდხანს ბატონობდნენ უნგრეთში, ამ ლაბირინთში დამალეს განძი.

თუმცა, იგი ჯერ არავის უპოვია.





ძველ არტეფაქტებს თანამედროვე ხელოვანებმა დაამატეს ნახატები და ქანდაკებები.
ლაბირინთი ახლა უსაფრთხოა, თუმცა მაინც მისტიკით აღსავსე.


