შუმერთა მზის სისტემის რუკის საიდუმლო – პლანეტა ნიბირუ

შუმერთა მზის სისტემის რუკის სიზუსტე მხოლოდ 20 საუკუნეში დადასტურდა. რუკის ასაკი – 5–6 ათასი წელიწადია. მასზე ასახულია მზის სისტემის ყველა პლანეტა, მათ შორის პლუტონი, რომელიც სულ რაღაც 75 წლის წინ იქნა აღმოჩენილი, 1930 წელს.

ის, რომ შუმერები მართლაც არსებობდნენ, ცნობილი გახდა 1877 წელს, როდესაც ფრანგმა ერნესტ დე სარჟაკმა, ბაღდათში საკონსულოს თანამშრომელმა, აღმოაჩინა ადგილას, რომელსაც ტელლო ეწოდებოდა, ქანდაკება, რომელიც არც ერთ იქამდე ცნობილ კულტურას არ მიესადაგებოდა.

დაიწყო გათხრები და მრავალ არტეფაქტთან ერთად, აღმოჩენილ იქნა შუმერული ლურსმული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები.

მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და სრულიად გამაოგნებელია თავისი სიზუსტით – მზის სისტემის რუკა.

ორი მომენტია განსაკუთრებით საინტერესო და საიდუმლოებით მოცული –

Ур один из древнейших шумерских городов государств

1) პლუტონი მდებარეობს არა თავის ადგილას, არამედ სატურნსა და ურანს შორის.

2) მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს… უცნობი პლანეტა.

ზაქარია სიტჩინი პლანეტა ნიბირუს შესახებ

სიტჩინი – თანამედროვე მეცნიერია, ბიბლიისტი. იგი წერს: “მზის სისტემაში არსებობს ერთი პლანეტა, რომელიც ჩნდება მარსსა და იუპიტერს შორის ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ.

Шумерская карта звездного неба

რას წარმნოადგენს ეს რუკა?

თანამედროვე მეცნიერები მას განიხილავენ, როგორც კოსმოსური  ფრენების სახელმძღვანელოს.

კერძოდ: დისკო დაყოფილია 8 თანაბარ სექტორად, აქ არის სამკუთხედები, ოთხკუთხედები, მრავალკუთხედები.

ეს ლამაზი ქალბატონი ღვთაება იშთარია. მის შემხედვარე ხვდები, რომ სინამდვილეში სილამაზის სტანდარტები უცვლელია, ეს არის ლამაზი ქალი, არც მსუქანი და არც გამხდარი, ჩვენ ძალიან მოგვწონს Holly Fingers 🙂

 

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რუკა ასახავს შუმერთა მთავარი ღვთაების, ენლილის კოსმიური მოგზაურობის მარშრუტს. იგი გადაადგილდებოდა დედამიწასა და პლანეტა ნიბირუს შორის (მას ასევე მარდუკადაც მოიხსენიებენ).

რას ამბობდნენ შუმერები ნიბირუს შესახებ?

შუმერთა გადმოცენით, ნიბირუდან დედამიწაზე ჩამოფრინდნენ ღვთაებები ანნუნაკები. მათ შექმნეს კაცობრიობა.

 

თავად პლანეტა დასახლებული იყო ცივილიზაციით, რომელსაც ნეფილიმებს უწოდებდბენ. ნეფილიმები ჩამოვიდნენ დედამიწაზე 445 ათასი წლის წინ ოქროს მოსაპოვებლად.

შუმერთა ცნობით, ნიბირუ მოუახლოვდება დედამიწას 2010–სა და 2038 წელს შორის (ჯერ–ჯერობით, არ ჩანს. დაველოდოთ 🙂 )

რა იცოდნენ შუმერებმა ისეთი, რაც ადასტურებს მათ კონტაქტს არამიწიერ ცივილიზაციებთან?

1) შუმერებმა იცოდნენ, რომ – დედამიწა დახრილია თავისი ორბიტის სიბრტყის მიმართ 23 გრადუსით.

2) კოსმიური, 25920 წლიანი ციკლის შესახებ (დედამიწის ღერძი მოძრაობს ილიფსზე  კოსმიური სხივის გარშემო, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გამოდის და სრულ ბრუნვას 25920 წელში ახდენს). 

შუმერთა ეპიკურ თხზულებაში “გილგამეში” მოთხრობილია ბაალბეკის შესახებ (თანამედროვე ლიბანი)

და წერია, რომ ბაალბეკში ცხოვრობდნენ ღვთაებები ანნუნაკები “ეს იყო ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდნენ ისინი, ვინც განაგებდნენ. აქ ცხოვრობდნენ ღმერთები – ანნუნაკები და იცავდნენ მათს მომაკვდინებელ სხივებს”.

ისტორიის აკრძალული თემები – წარღვნამდელი ცივილიზაციის კვალი ბაალბეკში

ჩვ. წ–მდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში შუმერი ბაბილონელებმა დაიპყრეს.

დამპყრობლებმა აირჩიეს შუმერული ქალაქი კადინგირი თავისი იმპერიის დედაქალაქად და უწოდეს მას ბაბილონი, ბაბ–ილუ –  “ღვთის კარიბჭე”.

საინტერესო

1) სიტყვა შუმერი ნიშნავს “შავთავიანს” sag-gig-ga.

2) შუმერები არ იყვნენ სემიტები მესოპოტამიის სხვა ხალხებისგან, აკკადელების, ბაბილონელების, ასირიელებისა და ებრაელებისგან განსხვავებით.

3) მათი ენა გაშიფრულია.

(Visited 20,902 times, 1 visits today)